| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა სერტიფიცირების გამოცდა ზაფხულში აღარ ჩატარდება - აღნიშნული ინფორმაცია etaloni.ge-ს მასწავლებლებმა მიაწოდეს.
ეს ვარაუდი შეიძლება აზრს მოკლებული არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზაფხულში დაგეგმილი ყველა გამოცდის თარიღები უკვე გამოცხადებულია, გარდა მასწავლებელთა ტესტირებისა. 9 ივნისს, გამოცდების თარიღებთან ერთად, სამინისტრომ გაავრცელა შემდეგი ინფორმაცია: „მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტირების შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადოებას უახლოეს მომავალში აცნობებს“. მას შემდეგ კი უკვე მესამე კვირა დაიწყო.
პედაგოგებისგან მიღებული ინფორმაციის გადამოწმება ჩვენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ვცადეთ, თუმცა მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. უწყებამ ინფორმაცია არც დაგვიდასტურა და არც უარყო.
2020 წლის მასწავლებელთა სერტიფიცირების დადასტურების გამოცდაზე 19 600-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა. სწორედ ამდენი ადამიანი ელოდება განათლების სამინისტროსგან გამოცდის ჩატარების გამოცხადების თარიღს ან ინფორმაციას, რომ გამოცდები ზაფხულში აღარ ჩატარდება და გადაიდება, თუმცა, სამინისტროსგან ჯერჯერობით მხოლოდ დუმილს ვიღებთ.
ამ დრომდე როგორც განათლების სამინისტრო, ისე გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს სტანდარტულ პასუხს სცემენ, რომ ინფორმაცია გამოცდების შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი