| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა გამოცდების დაწყებამდე 10 დღით ადრე შეეძლებათ - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, ცენტრის ხელმძღვანელი მათ მოუწოდებს საგამოცდო ბარათზე არსებულ ინფორმაციას ყურადღებით გაეცნონ.
„მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტები გამოცდების დაწყებამდე 10 დღით ადრე შევიდნენ თავიანთ პირად გვერდზე და ამობეჭდონ საგამოცდო ბარათი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ დეტალურად გავაჟღერებთ ინფორმაციას, თუმცა დაახლოებით ათი დღით ადრე უკვე შესაძლებლობა ექნებათ რომ ბარათები ამობეჭდონ.
ამასთან, უმნიშვნელოვანესია, რომ ყურადღებით გაეცნონ იმას თუ რა წერია ამ საგამოცდო ბარათზე, რადგან მოცემულია მათი სესია, დრო, დღე... თქვენ იცით, რომ წელს დამატებით დღეებზეა გამოცდა გადანაწილებული და ზოგადად თუ იციან რომელ დღეს ტარდება გამოცდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათაც იმ დღეს უტარდებათ, ამიტომ ძალიან ყურადღებით გაეცნონ ინფორმაციას. იმის გამო, რომ არასწორად ამოიკითხეს თარიღი ან სესია, არ გამოტოვონ ეს გამოცდა“, - ურჩევს სოფიო გორგოძე აბიტურიენტებს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ