სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ჯგუფში მხოლოდ 6 ადამიანია, 60 წელს ზემოთ პედაგოგი თავად წყვეტს იაროს თუ არა სამსახურში - როგორ გამოდიან კარანტინიდან ევროპის საბავშვო ბაღები?
18-06-2020
-
+


კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ საბავშვო ბაღები სექტემბრამდე დახურა. ჯერ არ ვიცით უსაფრთხოების რა ღონისძიებების გატარება მოუწევს მთავრობას ბაგა-ბაღებში სწავლის აღსადგენად. მაგრამ საინტერესოა როგორ გამოდიან საბავშვო ბაღები კარანტინიდან ევროპაში.

ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ საბავშვო ბაღები ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში გახსნა, მოგიყვებით რა ღონისძიებები უნდა დაიცვან ოჯახებმა და რა არის „ახალი ნორმა“ მშობლებისთვის პანდემიის შემდეგ.

დანია

დანია პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც საბავშვო ბაღების მუშაობა განაახლა, ჯერ კიდევ აპრილის შუა რიცხვებში. მთავარი ახალი წესია - ის რომ მშობლებისთვის საბავშვო ბაღებში შესვლა არ შეიძლება, ახლა ისინი ბავშვებს აღმზრდელებს დაწესებულების კართან გადასცემენ და საკუთარ რიგს დისტანციის დაცვით ელოდებიან. ამ პროცესის ორგანიზებისთვის იყენებენ გამყოფ ლენტებს ან ხაზებს ასფალტზე. 

დაწესებულების ეზო ასევე გაანაწილეს, იმისთვის რომ მარტივი იყოს გაკონტროლება რამდენი ბავშვი იმყოფება ერთდროულად მოედანზე. თავად ბავშვთა ჯგუფები 6 ადამიანამდე შეამცირეს. თითოეულ ჯგუფს სათამაშოების ცალკე ყუთი აქვს, რომელსაც ყოველდღიურად დეზინფექცია უტარდება, აღმზრდელებს კი მხოლოდ საკუთარ ჯგუფში მუშაობა შეუძლიათ. დროის უმეტესობას ბავშვები სუფთა ჰაერზე ატარებენ და ძალიან ხშირად იბანენ ხელებს. ამავე დროს მშობლებს და ბაღის თანამშრომლებს ესმით, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისგან ორმეტრიანი დისტანციის დაცვის მოთხოვნა ნაკლებად შესაძლებელია: „ჩვენ უნდა ვიყოთ ბავშვებისადმი კეთილგანწყობილნი და მზრუნველნი - ჩავეხუტოთ და ვიყოთ ახლოს. თუ ჩვენ არ შეგვიძლია ბავშვებისთვის ამის მიცემა, მაშინ უბრალოდ ვერ ვასრულებთ ჩვენს სამუშაოს. თუ საბავშვო ბაღები გაიხსნება, მაშინ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ბავშვები ახლო კონტაქტში იქნებიან აღმზრდელებთან და ერთმანეთთან“, - ამბობს ინტერვიუში დანიის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი.

ნორვეგია

დანიის მაგალითზე, ნორვეგიამაც გახსნა საბავშვო ბაღები 20 აპრილს. მართალია ამას წინ უძღვოდა ხმაურიანი საზოგადოებრივი დისკუსია: გამოკითხვის შედეგებით, ნორვეგიელების 24%-მა ბავშვების საბავშვო ბაღებში დაბრუნებაზე უარი თქვა, კიდევ 13% არ იყო დარწმუნებული საკუთარ გადაწყვეტილებაში, წერს The Guardian. იმ ბავშვებს, რომლებიც საბავშვო ბაღებში კარანტინის შემდეგ წავიდნენ ახალი წესები დახვდათ: აღარ შეიძლება სახლიდან სათამაშოების მიტანა, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ახლა განთავსებულია თაროები ხელის სანიტაიზერებით, ბავშვების მიყვანა და წამოყვანა ხდება განრიგით, განსაზღვრულ დროს, რომ ბაღის შორიახლოს ერთდროულად ბევრმა ადამიანმა არ მოიყაროს თავი, ხოლო ყველა ზედაპირს და სათამაშოს დღეში ორჯერ დეზინფექცია უტარდება. კარანტინის მანძილზე ბავშვებმა უკვე კარგად ისწავლეს პირადი ჰიგიენის წესები, ზოგიერთ საბავშვო ბაღში ცემინებისა და ხველებისთვის ცალკე კუთხეც კი შექმნეს. ნორვეგიის სკოლამდელი დაწესებულებების მასწავლებლები აღნიშნავენ: „უნდა ვფოკუსირდეთ ბავშვებზე და არა ვირუსზე“.

ბელგია

ბელგიაში საბავშვო ბაღები მუშაობდნენ მკაცრი იზოლაციის პირობებშიც. ისინი იღებდნენ ბავშვებს, ვისი მშობლებიც კრიტიკულ სფეროებში მუშაობდნენ და Covid-19-თან ბრძოლის მოწინავე ხაზზე იყვნენ ან კარანტინის დროს არ ჰქონდათ ბავშვების დასატოვებლად სხვა ალტერნატივა.

4 მაისიდან ბელგიის სკოლამდელი დაწესებულებები ხელმისაწვდომი გახდა დანარჩენი ბავშვებისთვის, ხოლო მათი ჰიგიენის საშუალებებით - გელებით, სანიტაიზერებით და ნიღბებით - უზრუნველყოფა მოხდა სახელმწიფო სახსრებით. ფლანდრიის დაწყებით სკოლაში - Sint-Martinus პედაგოგებმა ბავშვებისთვის დისტანციის დაცვის ორიგინალური მეთოდი მოიფიქრეს: 1-ელი და მე-2 კლასის თითოეულ მოსწავლეს პლასტმასის ჰულა-ჰუპი გადასცეს, რომელიც დღის მანძილზე უნდა ატარონ: „ეს ერთგვარი ბუშტია ბავშვებისთვის, რომელიც ისინი ატარებენ, რომ უსაფრთხო დაშორება მიიღონ“,- ამბობენ პედაგოგები. ჯერჯერობით ბავშვები ამას გართობად აღიქვამენ.



საფრანგეთი

საფრანგეთის საბავშვო ბაღებმა გახსნა 11 მაისიდან დაიწყეს ე.წ მწვანე ზონებში, სადაც კორონავირუსის გავრცელების დონე კრიტიკული არ არის. უკვე 12 მაისს კი საფრანგეთი აღაშფოთა ფოტომ, რომელიც ბელგიის საზღვართან მდებარე ქალაქ ტურკუენში კორესპონდენტმა გადაიღო. სკოლის მოსწავლეებს ერთად ქუჩაში სირბილი და თამაში შეეძლოთ, მაგრამ თითოეული უნდა დარჩენილიყო ასფალტზე დახაზულ კვადრატში. ამ გამყოფ ხაზებს უნდა დაეჭირა ბავშვები ერთმანეთისგან უსაფრთხო მანძილზე. ბევრმა ადამიანმა, რომელმაც ინტერნეტში ფოტო ნახა, აღნიშნა რომ ასეთი ღონისძიებებით გაოგნებულია: „ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს საზოგადოებაში ცხოვრება. ამ ფოტოზე კი ისინი გამოიყურებიან, როგორც ტყვეები“. საფრანგეთის განათლების სამინისტროში უმალვე გააკეთეს კომენტარი, რომ ბავშვებისთვის შემზღუდავი ხაზების ან კვადრატების დახაზვის შესახებ კონკრეტული მითითებები არ გაუციათ, მაგრამ სოციალური დისტანცირების წესების დაცვას დაჟინებით მოითხოვენ.

გერმანია

გერმანაში საბავშვო ბაღები კარანტინის პერიოდშიც მუშაობდნენ ბავშვებისთვის, რომელთა მშობლები კრიტიკულ სფეროებში არიან დასაქმებულნი. 11 მაისიდან კი საბავშვო ბაღებში სიარული შეუძლიათ ბავშვებს, რომელთაც მხოლოდ დედა და მამა ჰყავთ. დანარჩენი ბავშვების მიღებას კი მოგვიანებით დაიწყებენ და ერთდროულად ჯგუფში მხოლოდ ხუთ ადამიანს. ბავშვების საბავშვო ბაღებში დაბრუნებამდე დისტანცია უნდა გაზარდონ მაგიდებსა და ავეჯს შორის და პერსონალის მუშაობას გაუკეთონ ორგანიზება: სკოლამდელი დაწესებულებების პედაგოგები კი, რომლებიც 60 წელს გადაცილებულნი არიან პირველად დამოუკიდებლად გადაწყვეტენ, იარონ თუ არა სამსახურში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

როგორ ჩარიცხოთ თანხა მასწავლებელთა გამოცდებზე - დეტალური ინსტრუქცია

სექტემბრიდან მასწავლებლები 1250 ლარიან დანამატს მიიღებენ - ვის ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

რეგისტრაცია 30 აპრილს დაიწყება და 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

სსსმ მოსწავლის ასისტენტებს ფუნქცია-მოვალეობებისა და მომსახურების შეწყვეტის წინაპირობას გააცნობენ - დეტალური ინფორმაცია

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და შემოქმედებითი მიდგომით გააფორმეს თითოეული ასო

 

ქიმიის ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნა დაბინძურებული ჰაერის გამწმენდი აპარატის ორი მოდელი

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი ნამუშევრები
 

პროექტ-გაკვეთილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება