სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ძალიან მიჭირს თქვენთან განშორება!“ – დიდი სმადის საჯარო სკოლის პედაგოგმა XII კლასელებს ემოციური წერილი მიუძღვნა
02-06-2020
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის დიდი სმადის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები პედაგოგებმა გააცილეს და კეთილი სურვილები უსურვეს. კლასს ემოციურად გამოემშვიდობა მათი დამრიგებელიც.

„ჩემო მეგობრებო, ძვირფასო მე-12 კლასელებო!

უცებ გაიარა 12-მა შემოდგომამ და 12-მა გაზაფხულმა. დღეს უჩვეულო გაზაფხულია. ჩუმი და ლამაზი...იდუმალებით და საიდუმლოებებით სავსე... როგორც თქვენი თვალები...

თქვენ განსაკუთრებულები იყავით სკოლისთვის. უკვე დიდები, მაგალითის მიმცემი იყავით ყველასთვის: განსაკუთრებული მოკრძალება, პატივისცემა და დამოკიდებულება გქონდათ პედაგოგებისა და სკოლის მიმართ.

თქვენთან ჩატარებული გაკვეთილები ჩემთვის ცხოვრების თითოეული დასამახსოვრებელი დღე იყო. ჩვენ ერთად ვსწავლობდით მეგობრობას, სიყვარულს... თქვენთან მსჯელობისას იბადებოდა ახალი იდეები...ვკამათობდით... ვდებატობდით დაუსრულებლად...როგორი იყო დღევანდელი დღე...როგორი უნდა ყოფილიყო ხვალე...ვინ ვიყავით...რა შეგვეძლო...რა შეგვეშალა. ბოდიშის მოხდა...პატიება...მადლიერების გამოხატვა...თვითკრიტიკა. ვიხილავდით ადამიანის სხავადასხვა ღირებულებებს... ვცდილობდით გავერთიანებულიყავით მათ გარშემო.

ძალიან მიჭირს თქვენთან განშორება!

დიდი მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ თქვენთან მქონდა ურთიერთობა! თქვენ ჩემი პატარა მეგობრები და მასწავლებლები იყავით. ხშირად ვამბობდი, რომ რად მინდა ტრენინგი, როცა ყველაზე კარგი ტრენერები გვერით მყავს...ეს თქვენ იყავით!

გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენთაგანი ბედნიერება იყავით სკოლისათვის!

დალოცვილი იყოს დღევანდელი დღე თქვენთვის. ბედნიერება და წარმატება გდევდეთ თან მუდამ!

ისწავლეთ...ისწავლეთ დაუსრულებლად, რამეთუ ადამიანს არაფერი ალამაზებს ისე, როგორც კარგი განათლება. იყავით ღირსეული ადამიანები და იბრძოლეთ მუდამ...დაუსრულებლად ადამიანის ღირებულებების შესაცნობად, დასაფასაებლად და დასაუფლებლად!

სიყვარულით,

თქვენი ირმა მასწავლებელი“,-წერს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება