სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დღეებს უჩვეულოდ ფურცლავს კალენდარი“- წყალტუბოს N4 სკოლის პედაგოგმა მოსწავლეებს ლექსი მიუძღვნა
01-06-2020
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართული დისტანციურ სასწავლო პროცესში და ერთმანეთის მონატრებას სხვადასხვანაირად გამოხატავენ.

მათემატიკის პედაგოგ ციცინო დადუნაშვილს მოსწავლეების მონატრებამ ლექსი დააწერინა.

„როცა ასეთი სიყვარულია...ხშირად მოგვდის ვიდეოები მოსწავლეებისაგან, ახლა კი მასწავლებელმა გამოგვიგზავნა.
ასეთ დროს მხოლოდ გიხარია და ამბობ: როცა ასეთი სიყვარულია, იქ ყველაფერი კარგად იქნება! ჩვენმა მათემატიკის მასწავლებელმა ციცინო დადუნაშვილმა არამარტო ვიდეორგოლი მოამზადა თავისი ღონისძიებების საფუძველზე არამედ ლექსიც დაუწერა ბავშვებს. მადლობა ქალბატონ ციცინოს“,-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

წარმოგიდგენთ პედაგოგის ლექსს:

დღეებს უჩვეულოდ ფურცლავს კალენდარი 

დღეებს უჩვეულოდ ფურცლავს კალენდარი,
ხმაში ნოსტალგიის ბგერებს ეძალებით,
შორით გეფერებით, შორიდან მიღიმით,
მუჭში ჩამალული ლურჯი კესანებით.

ისე მენატრება თქვენი ნაჩუქარი
ცარცით მოხატული ფერადი გულები,
ყელზე მოხვეული პატარა ხელები,
გულის გადაშლები, ყურში ჩურჩულები.

ჩემო პრინცებო და ჩემო ფიფქიებო,
სულთან მონდობილნო ჩიტო-ნიბლიებო,
ახლა მე გიხატავთ გულებს აღუწერავს,
ისე მომენატრა თქვენი ჩახუტება... 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება