| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოკის N1 საჯარო სკოლის პირველმა კლასმა „თიმსის“ პლატფორმის მეშვეობით დისტანციური ღონისძიება „ანბანის გაცილება“ მოაწყო.
დისტანციურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მასწავლებლები, I კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები. ღონისძიება გახსნა კლასის ხელმძღვანელმა კრისტინე ბიჩახჩიანმა. მან შეაჯამა განვლილი სასწავლო წლის შედეგები და წარმატებები უსურვა მოსწავლეებს მომავალ სასწავლო წელს.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები. ბოლოს კი, სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა მასწავლებლებსაც და მშობლებსაც, რომ მათ ღირსეულად გაართვეს თავი არსებულ გამოწვევებს პანდემიისა და კარანტინის პირობებში და უწყვეტ რეჟიმში ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. ღონისძიება გამოსამშვიდობებელი სიმღერით დასრულდა.
იხილეთ ვიდეოები
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი