სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N2 სკოლის მოსწავლეებმა „აფხაზეთობა“ მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
25-05-2020
-
+


23 მაისი ემოციური იყო აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის. აფხაზეთობის დღეს მოსწავლეებმმა თემატური ნამუშევრები წარმოადგინეს და პედაგოგთან ერთად გაიხსენეს აფხაზეთში დაღუპული გმირები.

„23 მაისი-აფხაზეთის დღე! იმ მშობლიური აფხაზეთის, რომელიც ასე ახლოს არის, მაგრამ მაინც გვენატრება!  აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებს დისტანციურ ფორმატში შეხვდა ამავე სკოლის ისტორიის პედაგოგი ინგა თოდუა. თემა- ცხადია „ჩემი აფხაზეთი" იყო.   პედაგოგმა შეხვედრის დასაწყისში მოსწავლეებს შეახსენა მურმან ლებანიძის ლექსი-,,აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს..." მან ასევე მოსწავლეებს წარუდგინა  პრეზენტაცია სახელწოდებით- ,,ბოროტსა სძლია კეთილმან"...  პედაგოგმა აფხაზეთის ისტორიულ მიმოხილვასთან ერთად ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში დაღუპულ ეროვნულ გმირებზე. მოსწავლეებმა დასვეს კითხვები და ისაუბრეს იმ ემოციებზე, რომელიც დარჩათ პრეზენტაციის შემდეგ.    

თავად მოსწავლეებს წარმოდგენილი ჰქონდათ მრავალფეროვანი, შინაარსიანი და საინტერესო ნაშრომები.  პრეზენტცია, ჩანახატი, ფოტო, ინტერვიუ. ერთმანეთს გააცნეს  აფხაზეთზე მოპოვებული ინფორმაციები, რომლის ირგვლივაც იმსჯელეს, გამართეს დისკუსია. შეხვედრის დასასრულს ყველა ერთმანეთს გამოუტყდა, რომ ყველას გვაქვს ჩვენი აფხაზეთი! აფხაზეთი საქართველოა და შეხვედრა დაასრულეს ერთიანი სურვილით ,,ჩვენ დავბრუნდებით!"

დისტანციურ შეხვედრაზე შეხვედრაზე მონაწილეობდნენ: ელენე ომიაძე, ლიზი თამაზოღლი, ილია კაკაჩია, ნინი ტატინაშვილი, მათე აბრალავა, მარიამ ქობულია, ქეთევან აბაკელია.

შეხვედრის ხელმძღვანელი სსიპ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ინგა თოდუა.

ასევე, 23 მაისთან დაკავშირებით, სკოლის მასშტაბით მოსწავლეებმა აფხაზეთის თემატიკაზე შექმნეს ნახატები და განახორციელეს სხვადასხვა აქტივობები (ლ. ყოლბაია, ხ. სახოკია, ი. ჯოლოგუა)", - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ მე-9 კლასის მოსწავლეების ლიზა თამაზოღლის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები დანართის სახით: დანართი1; დანართი2;


იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება