სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ხშირად იყო დიჯეი, სკოლას ედგა მხარში...“ - ბანოჯის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო კახნიაშვილი თითოეულ მე-12 კლასელს საკუთარი ლექსით აცილებს
21-05-2020
-
+


„ნუ ტირი, რადგან დასრულდა, გაიღიმე, რადგან ეს მოხდა“ - დოქტორი სუსის ამ სიტყვებით იწყებს და მე-12 კლასელებისთვის მიძღვნილი საკუთარი ლექსებით ასრულებს მისალოც წერილს ბანოჯის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო კახნიაშვილი. გაეცანით, პედაგოგის ლექსებს, რომლებიც მან თითოეულ კურსდამთავრებულს მიუძღვნა. 

                                                   
                                                                             „ნუ ტირი, რადგან დასრულდა, გაიღიმე, რადგან ეს მოხდა“
                                                                                                                                                   დოქტორი სუსი

რეკავენ ზარები ონლაინ რეჟიმში და მოსწავლეობის საოცარ წუთებს ითვლიან! კიდევ ერთი შესანიშნავი კლასი შორდება ბავშვობის ლამაზ სავანეს და მათი გულის ძგერა ზარის დარეკვას თან ერთვის. სევდანარევი სიხარულით ითვლიდნენ ბანოჯის სკოლის 2020 წლის კურსდამთავრებულები ამ ლამაზ დღეს და ეს ამაღელვებელი წუთებიც დადგა.
. . .
თორმეტმა სექტემბერმა გაიარა,
თორმეტმა ზამთარმა და გაზაფხულმა,
უცებ დაფრთიანდნენ პატარები,
ახლა სხვა ელფერით დახატულან.
თორმეტმა კარგმა წელმა გაიარა,
მრავალმა ტკბილ-მწარე მოგონებამ,
ცოდნის ზიარება აქ მიიღეს,
ჩვენმა ბიჭებმა და გოგონებმა.
თორმეტი წლის ბოლო შეგვისრულდა,
სიხარულს ცრემლები შეერია,
ყველას სიყვარულით გაგაცილებთ,
თუმცა თვალები ვერ გელევიან.

გილოცავთ მეთორმეტე კლასელებო ამ შესანიშნავ დღეს - ,,ბოლო ზარს’’ და გისურვებთ წარმატებებით გადასულიყავით ცხოვრების ახალ ასპარეზზე.

 ლექსები ბანოჯის საჯარო სკოლის 2020 წლის კურსდამთავრებულებს:

მარიამ ტყაბლაძეს

აქტიური და ყოჩაღი,
სილამაზით კი რჩეული,
სწავლისათვის მუდამ მზადა აქვს,
წიგნი, პასტა და რვეული.

ანი გოგელიძეს

აქტიური გოგოა,
თუ მიეცით ბანი,
სიმღერასაც დაიწყებს,
გოგელიძე ანი.

დავით ბენდელიანს

მუდამ გქონდეთ იმედი,
დაგიდგებათ გვერდში,
თავის სკოლის სიყვარულით,
გული უძგერს მკერდში.

მირიან გოქაძეს

ხან კონფლიქტი იზიდავს,
ხან გართობა მწირია,
იუმორით რჩეულია 
ჩვენი გოქაძე მირიან.

მარიამ ბერაძეს

პოეზიის სიყვარული,
მას სულში აქვს გამჯდარი,
ლექსის წაკითხვისათვის,
ყოველთვის რომ მზად არის.

მარიამ ზვიადაძეს

დინჯი და დაკვირვებული,
გულისხმიერი, ყოჩაღი,
და-ძმისთვის თავდადებული,
მისით ამაყობს ოჯახი.

ლილი ჩოგოვაძეს

მუდამ მზად აქვს გაკვეთილი,
ისაუბრებს, იმსჯელებს,
კარნავალს თუ უხსენებ,
იმღერებს და იცეკვებს.


ლუკა ნინუას

ხელოვანი ბიჭია, 
მეტად უყვარს ხატვა,
სკოლის დამთავრება იყო
მისთვის დიდი ნატვრა.

დავით ზვიადაძეს

ხშირად იყო დიჯეი,
სკოლას ედგა მხარში,
თუმც ჩიჩინით შედიოდა
გაკვეთილზე კლასში.

თინათინ ყუბანეიშვილს

უყვარს ესეების წერა,
არგუმენტით მსჯელობა,
მეგობრობა, ერთობა,
არის მისი მცდელობა.

ვაჟა ზვიადაძეს

წიგნებისგან შორს იყო,
მისი გული და თავი,
თუმცა კარგად იცოდა,
დისკი, ტურბო და ძრავი.

მარიამ მელაძეს

უყვარს ბრძნული აზრები
და იდეის გავრცობა,
ასე ტკბილად გაატარა,
მან სკოლაში ბავშვობა.


ხვიჩა კეთილაძეს

თავმდაბალი, კეთილი,
ცეკვაში კი მარდი,
სულ არ ჰქონდა გაკვეთილის
და წიგნების დარდი.

დიდი სიყვარულით თქვენი მასწავლებელი - ნინო კახნიაშვილი.

წერილი და ლექსები გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება