სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გიშვებთ სკოლიდან, მოუფერებლად, ჩაუხუტებლად, თუმცა გულიდან წამოსული ლოცვით“-ბოლნისის N1 სკოლის დირექტორი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
20-05-2020
-
+


სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა წაქაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. 

„ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო!

დღეს, ბოლო ზარი უნდა დარეკილიყო თქვენთვის...უნდა დარეკილიყო... მაგრამ, არ დაირეკება! უჩვეულო სიჩუმეს მოუცავს სკოლის შენობა: ცარიელი ეზო, დერეფნები, საკლასო ოთახები... არადა ამ დღეს, საოცარი სიხარული სუფევდა მთელ სკოლაში, ერთნაირად უხაროდა დიდსა თუ პატარას, მასწავლებელსა თუ მოსწავლეს...სავსე იყო სკოლის ეზო ბავშვებით, ირგვლივ მხოლოდ ღიმილი, სითბო და სიყვარული იგრძნობოდა...იყო, სამახსოვრო სურათების გადაღება და ტრადიციულად, თეთრ
ქათქათა პერანგებსა და წინსაფრებზე, გამოსამშვიდობებელი დალოცვებისა თუ სურვილების წარწერები... „ფლეშმობი“ თუ ცაში აფრენილი ფერად-ფერადი ბუშტები...შემდეგ კი, სკოლის სააქტო დარბაზში, სცენიდან წამოსული უამრავი, თბილი სიტყვა და მადლიერება მასწავლებლებისადმი, მოგონებები და სიხარულის ცრემლები... მათი თვალით დანახული, გაშარჟებული დირექტორი თუ მოადგილე, კლასის დამრიგებელი თუ საგნის მასწავლებლები...კურიოზების გახსენება და ალალი, სულიდან წამოსული გულიანი სიცილი...იყო დღე, რომელსაც ერთნაირი დოზით თან
ახლდა სიხარულიც და გულისწყვეტაც...დიახ იყო... წელს კი,აღარ არის!

სასწავლო წლის დასაწყისში, ვერავინ იფიქრებდა ასეთ დასასრულს... თქვენ კი, სექტემბრიდანვე ფიქრობდით, თუ როგორი „ბოლო ზარი“ გექნებოდათ...ამბობდით, რომ ყველაზე საუკეთესო, რაც კი მეთორმეტე კლასელებს ჰქონიათ. ამბიცია გქონდათ, მაგრამ არც თუ უსაფუძვლო...მართლა, საოცრად კარგი გამოშვება ხართ, არამარტო გარეგნობით, არამედ განათლებითა და აზროვნებით... ბევრჯერ გისახელებიათ სკოლა კონკურსებსა თუ ღონისძიებებში...გამორჩეულები იყავით ყველგან და ყველაფერში...ამას ციფრებიც ადასტურებენ: 7 ოქროს და 2 ვერცხლის მედალოსანი. ვიცი, კვლავაც ბევრჯერ ასახელებთ თქვენს მშობლიურ სკოლას... არვინ ელოდა ასეთ დასასრულს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ახლის, ბევრად მბრწყინავის და კაშკაშა სინათლის დასაწყისია თქვენს ცხოვრებაში.

ცოტა დათრგუნულები მეჩვენებით, თუმცა არცაა გასაკვირი... ჩვენ, უფროსებს გაგვიჭირდა...და რა გასაკვირია, თქვენთვის, სიცოცხლით სავსე გოგო-ბიჭებისთვის, ეს „მკვდარი“ რამოდენიმე თვე, როგორი ასატანი იქნებოდა...თქვენ, ხომ მთელი არსებით შეიგრძენით სიმწარე „დასჯისა“... მაშინ, როდესაც ბუნება იღვიძებს, მწვანდება და იფურჩქნება... მაშინ, როდესაც „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“... თქვენ, რომლებიც, მხოლოდ „ვარდისფერი სათვალით“ უყურებდით მომავალს, „დასჯილები“ სახლში იყავით ჩაკეტილნი... მართლაც, უჩვეულო გამოშვება ხართ...

გიშვებთ სკოლიდან, მოუფერებლად, ჩაუხუტებლად, თუმცა გულიდან წამოსული ლოცვით...გემშვიდობებით ჩემო პატარებო, ეხლა უკვე დიდებო! თქვენგან, სახსოვრად მრჩება, კაბინეტში (სადაც, არც თუ იშვიათად გიყვარდათ შემოსვლა, განსაკუთრებით ბიჭებს) ჩემს სამუშაო მაგიდაზე დაწებებული პატარა გული, ნიშნად სიყვარულისა და პატივისცემისა...

გისურვებთ, ცხოვრების რთულ გზაზე წელგამართული გევლოთ, სიკეთის კეთების სურვილით, სიყვარულით ანთებული თვალებით და წრფელი, ხალასი გულით. გესახელებინოთ მშობლები, ბოლნისის პირველი სკოლა და საქართველო! გწყალობდეთ უფალი!!!“

                   სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქ.ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა წაქაძე

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება