სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ველისციხის საჯარო სკოლის მასწავლებლები მე-12 კლასელებს სიყვარულით აცილებენ
20-05-2020
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის ველისციხის საჯარო სკოლის მასწავლებლები მე-12 კლასელებს სიყვარულით აცილებენ. დამრიგებელმა მათ ლექსი მიუძღვნა, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა კი გამოსამშვიდობებელი წერილი დაუწერა დამამთავრებელ კლასს.

„უამრავი ტრადიცია დაგვარღვევინა,  უამრავ  ჩვეულებაზე  უარი გვათქმევინა  არსებულმა  საგანგებო  მდგომარეობამ. სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მოქალაქეობრივი  მოვალეობები, გვავალდებულებს სოციალურ დისტაცირებას.  თუმცა არსებობს  გრძნობები,  ფასეულებეი  და  ღირებულებები  რომლებსაც მანძილი არ სჭირდება. მასწავლებლებისთვის საკუთარი მოსწავლეების სიყვარული უბრალო პროფესიული უნარჩვევაა, აუცილებელი ღირებულება რომელიც ნებისმიერ  პროფესიონალ პედაგოგს ჟანგადივით სჭირდება.   მოსწავლეებთან ერთად გავლილი ბედნიერი ბავშვობის წლები,  დღეს უკვე მხიარულ ამბებად მოსაყოლი სიხალისე და  ბავშვური სიცელქეები.  განშორების გულისტკივილი და ნუგეში საკუთარ თავთან ეს ცხოვრების კანონზომიერებაა,  სიხარულით, ბედნიერებით და მზის სხივებით განათებული  მომავალი მინდა გისურვოთ ჩემო ბავშვებო“,- წერს ველისციხის  საჯარო  სკოლის სამოქალაქო განათლების მენტორი პედაგოგი  ნანა ნიკოლაშვილი.

ველისციხის  საჯარო  სკოლის  მე-12  კლასის  დამრიგებელმა  თამარ მიტიჩაშვილმაც მიუძღვნა წერილი საყვარელ მოსწავლეებს და მათთან ერთად გატარებული დრო და გაკვეთილები გაიხსენა.

გთავაზობთ თამარ მიტიჩაშვილის წერილს მოსწავლეებისადმი:

დღეს მრავალწლიანი ტრადიციის დარღვევა გვიწევს. დღევანდელ დღეს რთულია არსებულ რეალობასთან შეგუება. დღეს თქვენთვის ტრადიციულად უჩვეულო დღე უნდა ყოფილიყო, გამორჩეული და განსაკუთრებული.

სკოლის დამთავრებას გილოცავთ, ჩემო კარგებო! დღეს თქვენთან ერთად დავამთავრე ერთი თქვენნაირი ბავშვობა გამორჩეული და განსაკუთრებული.

გასავლელი ცხოვრების გზა მინდა დაგილოცოთ სიყვარული, სიკეთე და სიხარული ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების თანამგზავრი. სიყვარულით გადაგელახოთ ცხოვრების ყველა ბარიერი. დედამიწასაც ხომ სიყვარული ატრიალებს, ასე რომ არა დაიქცეოდა.

სიცოცხლე უნდა ქარიშხალს ჰგავდეს,
მეხის გავარდნას ჰგავდეს სიკვდილი,
მტერიცა გყავდეს, მოყვარეც გყავდეს,
მხოლოდ არც ერთთან ჭამო სირცხვილი.

სიცოცხლე უნდა სიმღერას ჰგავდეს,
ვიდრემდე გულის შეწყდება ფეთქვა,
და თუ ცხოვრებას ვერ გაუმკლავდე
უნდა თქვა მაინც, რაც უნდა გეთქვა!
 
*******
სიცოცხლე უნდა მადლობა იყოს,
ღვთისადმი შენგან კრძალვით მიძღვნილი,
ისე ლამაზად უნდა იცხოვრო,
მზის ჩასვლას უნდა ჰგავდეს სიკვდილი!

 *******
ვაჟკაცი მუდამ სიმაღლეს ეძებს,
არწივის სულიც ამიტომ ფასობს,
გაწვრთნილი ცხენი გაურბის დეზებს,
მათრახს ის ითმენს, ვინც არაკაცობს...

მიყვარხართ ყველა!

იხილეთ ფოტოები

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება