| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის, თრიალეთის საჯარო სკოლის პედაგოგებმა მე-12 კლასის მოსწავლეებს დისტანციურად მიულოცეს სკოლის დამთავრება.
მილოცვა დაიწყო საქართველოს ჰიმნით. ყველა შეჰყურებდა ეკრანებიდან ერთმანეთს, თითქოს მიუწვდომელი იყო მათი ერთად ყოფნა. კლასის დამრიგებელმა ნუგზარ ვანაძემ მოამზადა ვიდეორგოლი. რომლის ნახვამაც ყველა აატირა. ვიდეორგოლში ნაჩვენები იყო სკოლა, სადაც 12 წელი გაატარეს. მასწავლებლები ვინც 12 წელი ზრუნავდა და ასწავლიდა. რგოლის დამთავრების შემდგომ, ყველა დაუბრუნდა ცრემლით სავსე თვალებით ეკრანებს. რამდენიმე წუთი კი ვერავინ იღებდა ხმას. დუმილი კი მოსწავლეებმა დაარღვიეს და მათ გულებში დაგროვილი სიტყვებით დაიწყეს მილოცვები.
„დღევანდელი ვითარება რომ არა, ჩვენი გამოსაშვები შეხვედრა იქნებოდა გასული წლების გამოსაშვები საღამოს მსგავსი. ჩვენ კმაყოფილები ვართ იმითაც რომ, დისტანციურად შედგა ჩვენი შეხვედრა და მადლობას ვუძღვნით ყველა პედაგოგს მოლოცვისა და ღვაწლისათვის“, - ამბობს ზიმარ მიქელაძე.
მზია გიგოლოვა კლასის სახელით, დიდ სიყვარულსა და მადლიერებას გამოხატავს პედაგოგების მიმართ. ისინი ხომ პირველ კლასიდან ამ სკოლაში აღიზარდნენ.
ბედნიერი და საამურია ჩვენი ბავშვობა, ჩვენი ცხოვრება, - დიდი ემოციებითა და სიყვარულით წარმოთქვამს გია ირემაძე. ამ ბედნიერ და საამურ ცხოვრებას კიდევ უფრო მეტად ამკობს და ალამაზებს ჩვენი მომავლის იმედით გახარებული, ჩვენი საამაყო პედაგოგების თვალებში ანთილი სიყვარულის სხივი. რომელსაც, ვერც COVID-19 ჩააქრობს და ვერც წლები.
მათ არ დაივიწყეს ქვეყანაში არსებული ვითარება და წუთიერი დუმილით პატივი სცეს კორონავირუსით დაღუპულებს.
პედაგოგებმა გაიხსენეს მათი ყველა ის გადადგმული ნაბიჯი, ეშმაკობები და ის სითბო და სიყვარული, რითაც შეაყვარეს თავი. პედაგოგები დიდი სითბოთი და სიყვარულით გადმოსცემდნენ, სადaც ყველა ღიმილნარევი ცრემლებით შეჰყურებდა კომპიუტერის ეკრანს.
ბოლოს სასწავლო ნაწილმა- ნარგიზ ვაშაყმაძემ გზა დაულოცა მე-12-ე კლასის მოსწავლეებს.- გილოცავთ სკოლის დამთავრებას. ვიცი დღეს ისეთი განცდა გაქვთ, როგორც მაშინ, როდესაც პირველად შემოაღეთ სკოლის კარი. პედაგოგებმა წლების მანძილზე დიდი ენერგია და შრომა დახარჯეს იმისთვის, რომ თქვენთვის სათანადო ცოდნა მიეცათ და ესწავლებინათ შემდგომში, როგორ გაუმკლავდეთ დამოუკიდებელ ცხოვრებას. დღეიდან თქვენ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, დამოუკიდებელი ნაბიჯები უნდა გადადგათ ცხოვრების სავალ გზაზე. მინდა წარმატებები გისურვოთ. მინდა რომ ყოველთვის მეამაყებოდეს თქვენით. ჩვენ ერთმანეთს დავემშვიდობეთ როგორც მასწავლებელი და მოსწავლე, მაგრამ ყოველთვის მიგულეთ თქვენს გვერდით, თქვენს მეგობრად, თქვენი კეთილის მსურველი და გულშემატკივარი.
ინფორმაცია გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის - ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა