| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სართიჭალის N2 საჯარო სკოლა ხვალ მე-12 კლასელებს დისტანციურად გააცილებს. საქართველოში კორონავირუსისგან გამოწვეულმა ვითარებამ დამამთავრებელი კლასები „ბოლო ზარის“ გარეშე დატოვა.
სართიჭალის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ გარაშვილი მოსწავლეებს წერილით ემშვიდობება:
„ხვალ 20 მაისია! მე-12 კლასელთათვის სკოლაში ბოლო ზარის დღე!
64 წლის მანძილზე თქვენ ხართ თაობა, რომელსაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N2 საჯარო სკოლის კედლებს განსაკუთრებულად ემშვიდობება.
მსოფლიოში გამეფებულმა პანდემიამ განსაკუთრებული ბოლო ზარი გარგუნათ ჩემო ძვირფასებო-თქვენ ყველაფერში განსაკუთრებული თაობა ხართ ჩემთვის. თქვენით დავიწყე მასწავლებლობა, ხშირად მითქვამს თქვენთვის-ერთმანეთს გულახდილად ვუთხრათ შენიშვნები, ვიყოთ გულწრფელები, მეც მჭირდება თქვენი დახმარება-მეთქი. ვთვლი, რომ კარგი სტარტი ამაღებინეთ, როგორც პედაგოგს. თქვენ იმითაც გამორჩეულები ხართ, რომ არ გყავთ მედალოსანი, ესეც პირველი წელია სკოლისათვის მრავალი ბოლო ათწლეულის მანძილზე, რომ სკოლა მედალოსანს არ უშვებს, მაგრამ რა, არც არაფერი. და იცით რატომ? იმიტომ, რომ, თქვენთვის მხოლოდ ნიშნები არასოდეს იყო პანაცეა.
თქვენ ხართ თაობა, რომელთაც 21-ე საუკუნის უნარებაღჭურვილებს გიშვებთ სკოლიდან. გაგაჩნიათ უნარი კრიტიკული აზროვნებისა, გაგაჩნიათ უნარი-გულწრფელობისა, მართალი სიტყვის თქმისა, ერთმანეთის დათმენისა და გატანისა. ბევრჯერ გიტკენიათ ერთმანეთისთვის, ბევრჯერ გითმენიათ, გაგიტანიათ ერთმანეთი. მე მჯერა, და ამაყი ვარ იმით, რომ სკოლას ამთავრებთ დღევანდელ ცხოვრებას მორგებული უნარებით-კრიტიკული აზროვნებით, პირდაპირობით, გულწრფელობით, საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრის უნარით, გადაწყვეტილების მიღების ნიჭით.
მიყვარხართ ძალიან და მჯერა, ვიამაყებ თქვენით!
უფალი გფარავდეთ ჩემო საყვარელო, ჩემო უცელქესო ბავშვებო!“-წერს დირექტორი.
წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის - ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა