სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ორ წუთში ხსნის იმას, რაზეც მასწავლებლები კვირებს ხარჯავენ - მოზარდი TikTok-ის ვარსკვლავი გახდა და 500 ათასი გამომწერი ჰყავს
20-06-2020
-
+


16 წლის ამერიკელმა ალექსის ლავერაზიმ გადაწყვიტა TikTok-ის ანგარიში რეპეტიტორობისთვის მიეძღვნა და ზუსტ მეცნიერებებში ვიდეოგაკვეთილების გადაღება დაიწყო, კორონავირუსის გამო გამოწვეული კარანტინის შემდეგ კი პლატფორმის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. 

როგორც Daily Dot წერს, პანდემიის დროს ბრონქსში მცხოვრები მოზარდი სხვა მოსწავლეებს ეხმარება გაიგონ დავალებები ალგებრაში, გეომეტრიაში, ქიმიაში და ხანდახან ფიზიკაშიც. მისი ხელმომწერები კი აღნიშნავენ, რომ მისი გაკვეთილები ზოგჯერ სასწავლო კურსზე სასარგებლოა.

ალექსისს ​არხი YouTube-ზეც აქვს, მაგრამ Google-ის ვიდეოპლატფორმაზე და TikTok-ზე ​მისი ვიდეოების მაყურებელთა რაოდენობაში სხვაობა ​კოლოსალურია - ვიდეოჰოსტინგზე მოზარდს ათას ხუთასი გამომწერი ჰყავს, მოკლე ვიდეოების პლატფორმაზე კი 500 ათასი. 

„უბრალოდ გაოგნებული ვიყავი. ზოგიერთი ცნებები მათ ჯერ კიდევ COVID-19-მდე დაივიწყეს, ვფიქრობ, მათ მეხსიერებაში ამ ყველაფრის გადამეორების საშუალებას ვაძლევ. ეს მართლაც შესანიშნავია, რადგან ისინი ამას იმაზე უკეთესად იგებენ, ვიდრე მე მათ ვუხსნი“, - ამბობს ალექსისი.

ზოგიერთი თემა მართლაც რთულია (განსაკუთრებით ჰუმანიტარებისთვის), მაგრამ მოზარდი ახერხებს ახსნას ისინი ერთ და ხანდახან ორ წუთში. მაგალითად, ორ „მეცადინეობაში“ ის TikTok-ის მომხმარებლებს აჩვენებს თუ როგორ მუშაობს ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები.

მაგრამ ალექსისის წარმატება შესაძლოა პრობლემად იქცეს, რადგან ახალგაზრდები TikTok-რეპეტიტორს სკოლის მასწავლებლებზე მეტად ენდობიან. მოსწავლეებს ალგებრისა და გეომეტრიის თემების ახსნის მისი მეთოდი ბევრად მოსწონთ. ამასთან ერთწუთიანი ვიდეორგოლის ფორმატი, მოზარდისთვის უფრო კომფორტულია ვიდრე 45-წუთიანი მეცადინეობა.

@alexis_loveraz

Doing SAT Math Problems, will be doing basic to complex problems! Stay tuned for more! ##sat ##college ##1600 ##democracyprep ##algebra1 ##fyp

♬ original sound - alexis_loveraz




კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება