სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ დაიწერება ნიშნები სასწავლო წლის ბოლოს და მიიღებენ თუ არა წარჩინებული მოსწავლეები ლეპტოპებს?
12-05-2020
-
+


სასწავლო წელი თანდათან დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ბევრი საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია. სწავლების ონლაინ ფორმატში გადანაცვლებამ გააჩინა ბევრი კითხვა, რომლებიც ისევ პასუხგაუცემელი რჩება. მათ შორის: როგორ შეფასდებიან მოსწავლეები წლის ბოლოს, რის მიხედვით დაუწერენ მასწავლებლები მათ ქულებს და დაურიგდებათ თუ არა მომდევნო წლიდან წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები მაღალი შეფასების გამო? - იქამდე სანამ განათლების სამინისტრო სამოქმედო გეგმას წარადგენს, გაგაცნობთ დღეს არსებულ მოსაზრებებს: 

სკოლის დირექტორები და პედაგოგები ამ საკითხზე სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდებიან და ამბობენ, რომ მითითების მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას. თუმცა etaloni.ge-ს უმხელენ, რომ დისტანციური სასწავლო პროცესის შემდეგ, მაშინ, როდესაც მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილებში ქულები არ ეწერებათ, ძალიან რთული და თითქმის წარმოუდგენელიც არის მათი ობიექტური შეფასება.

„თუ წლის ბოლოს ქულების დაწერას მოგვთხოვენ, არ იქნება სამართლიანი და ობიექტური, როგორ დავწერთ ქულებს? რაზე დაყრდნობით? ვისაც როგორ შეუძლია, ისე ერთვება დისტანციურ სასწავლო პროცესში. წინა სემესტრში რომ მაღალქულიანი მოსწავლეები მყავდა, მათგან ზოგიერთი ტექნიკური პრობლემის გამო ვერ მერთვება გაკვეთილზე და ამის გამო ქულა დავაკლო? მაშინ წინა სემესტრის ნიშნებით შევაფასოთ,“- აღნიშნავს ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი ჩვენთან საუბარში.

ამ მოსაზრებას არ იზიარებს და წინა სემესტრის ნიშნის დაწერას უსამართლოდ თვლის მასწავლებლების ნაწილი. მათი შეფასებით, გასული სემესტრის მიხედვით ქულების დაწერით, მეორე სემესტრში შესრულებულ სამუშაოს აზრი ეკარგება:

„კატეგორიულად არ ვეთანხმები აზრს, რომ წინა სემესტრის ქულებით შევაფასოთ ახლაც ბავშვები. დისტანციურმა სწავლებამ სხვა რეალობის წინაშე დაგვაყენა, მოსწავლეების უნარ-ჩვევებიც განსხვავებულად წარმოჩინდა. ბავშვები, რომლებსაც კლასში ჯდომა და საგაკვეთილო პროცესში ჩართვა ეზარებოდათ, ახლა სიხარულით მერთვებიან ონლაინ გაკვეთილებში, უხარიათ კომპიუტერთან მუშაობა და დავალებებსაც ასრულებენ და რადგან ასეთ ბავშვებს გასულ სემესტრში შედარებით დაბალი ქულა ეწერათ, ახლაც ისევე ხომ ვერ შევაფასებ? უსამართლობა იქნება“, - აცხადებენ პედაგოგები etaloni.ge-სთან.

წლიურ შეფასებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ განათლების სპეციალისტებსაც.

მოსწავლეების შეფასება დაძლია/არ დაძლია პრინციპის გამოყენებით მოხდება - ასეთია გიორგი გახელაძის ვარაუდი: „მართალია ქულებით შეფასება არ მოხდება, მაგრამ იქნება არაქულობრივი განმსაზღვრელი შეფასება. ამასთან, ის რომ შეფასება არ ხდება, განათლების სამინისტროს მიერ ეს მითითება საჯარო სკოლებთან მიმართებაში იმის გააზრებიდან გამომდინარეობს, რომ ამ პლატფორმების გამოყენება და სასწავლო პროცესის სრულად წარმართვა დისტანციურ რეჟიმში სრულყოფილად არ ხდება და ხარვეზით მიმდინარეობს“.

ხოლო სიმონ ჯანაშიას თქმით, სემესტრის ბოლოს მოსწავლეთა შეფასება რადიკალურად განსხვავებული არ იქნება და ზოგიერთ შემთხვევაში მოსწავლეები შეფასების ¾-ის საფუძველზე უნდა გადავიყვანოთ კლასიდან კლასში. „ჩვენ კლასიდან კლასში ადამიანები გადაგვყავს იმ შეფასების საფუძველზე, რომელსაც იღებენ წლის განმავლობაში. რეალურად ჩვენ რაიმე სტანდარტიზებული შეფასება არც აქამდე გვქონია. მასწავლებლები თავისით ადგენდნენ შეფასების მიზნებს და ფორმებს როგორ უნდა შეეფასებინათ მოსწავლეები“.

ამ საკითხზე ღელავენ საბაზო საფეხურის ის მოსწავლეებიც, რომლებიც წარჩინებით სწავლობენ და იმედოვნებენ, რომ პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდებიან. 

„ჩემი შვილი საბაზო საფეხურს წელს ამთავრებს, კარგად სწავლობს, ყველა საგანში 10 ქულა ჰყავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დისტანციურად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, როგორც გავიგე, ქულები არ ეწერებათ ბავშვებს. არ ვიცი ასეთ სიტუაციაში როგორ შეაფასებენ მოსწავლეებს. თუ 10 ქულა არ ექნება, ლეპტოპს ვერ დაიმსახურებს, გაურკვევლად ვარ, არ მინდა, გული დასწყდეს“, - გვეუბნება წარჩინებული მოსწავლის მშობელი.

აღნიშნული პროგრამა საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის 10 ქულიან მოსწავლეებს ლეპტოპებით ასაჩუქრებდა. იმისთვის, რომ მოსწავლეს ლეპტოპი დაემსახურებინა, VII - IX კლასებში მას ყველა საგანში 10 ქულა უნდა აეღო. საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ კი მას ლეპტოპი მომდევნო სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში, საზეიმო ვითარებაში გადაეცემოდა.

ამჯერად კი, დისტანციური სწავლების ფორმატში, მოსწავლეების ქულები კითხვის ნიშნის ქვეშაა, შესაბამისად, გაურკვეველი რჩება კომპიუტერებით დაჯილდოვების საკითხიც. ფაქტი ერთია, მოსწავლეებს კომპიუტერები უნდა გადაეცეთ, თუმცა როგორი სქემით შეირჩევიან დასაჩუქრების კანდიდატები ბუნდოვანია. შესაძლო ვარიანტები კი ასეთია: თუ წლიური ნიშნები დაიწერება, კვლავ ძველებურად მიიღებენ მოსწავლეები ლეპტოპებს. თუ ნიშნებს განმავითარებელი შეფასება შეცვლის, მაშინ მასწავლებლის კომენტარის მიხედვით მოხდება წარჩინებული მოსწავლეების გამოვლენა და დაჯილდოებაც. ხოლო თუ განსხვავებულ ფორმატს მოიფიქრებს და გააცნობს სკოლებს განათლების სამინისტრო, მაშინ ახალი სქემით მოუწვეთ მასწავლებლებს მოსწავლეებისთვის წლიური შეფასებებისა და შესაბამისად, საჩუქრების გადაცემაც. წლიური ნიშნების საკითხი კი მთავრობის მიერ განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენაზე გახდება ცნობილი. დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები თუ მშობლები მოუთმენლად ელოდებიან ამ გეგმით გათვალისწინებულ სიახლეებს. მანამდე კი მათ მხოლოდ საკუთარი მოსაზრების ან გავრცელებული ვარაუდების დაყრდნობით საუბარი შეუძლიათ. 

იქამდე კი, etaloni.ge-მ გაარკვია, რომ განმსაზღვრელი შეფასებისს გაუქმების საკითხი დისტანციურმა სწავლებამ დღის წესრიგში დააყენა და მოსწავლეების განმავითარებელი შეფასებით ანუ მასწავლებელთა კომენტარების მიხედვით შეფასებაზე საუბარი აქტუალური გახდა. რაც ნიშნავს, რომ გაუქმდება მოსწავლეთა შეფასება ქულებით. კლასიდან კლასში კი ისინი ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული შემაჯამებელი ტესტებით ან გამოცდების შედეგების მიხედვით გადავლენ.

ნიშნები უარყოფითად შეაფასა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემაც დირექტორებისთვის ჩატარებული ვებინარის მიმდინარეობისას. „ნიშანი არის დასჯის საშუალება, ნიშნით კი არ ვაჯილდოებთ ბავშვს, ვსჯით“- განაცხადა შუკაკიძემ.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს

 

დამტკიცდა ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი - მთავრობის დადგენილება ძალაშია 

რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო

კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს

რა ვადა აქვთ მასწავლებელბს მოსწავლის შეფასების და დასწრების მონაცემის შესაცვლელად 

რა თანხის გადახდა მოუწევს სკოლას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები
 „კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“
 

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა

 „ბავშვებო თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“

სკოლაში დაბრუნებულ გოგონათა გუნდს საზეიმოდ დახვდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება