სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„მოსწავლეს საკონტროლო წერაზე ძილის უფლება მისცა, რადგან ღამით ბაბუა გარდაეცვალა“ - ​მასწავლებელი, რომელიც TikTok-ის ვარსკვლავი გახდა
07-05-2020
-
+


ამერიკელმა სკოლის მასწავლებელმა ბრენდონ ჰოულმენმა სოციალურ ქსელ TikTok-ში ვიდეოების გამოქვეყნება დაიწყო, მოსწავლეებისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ მისი ვიდეოები ბევრი ნახვ​ის დაგროვებას შეძლებდნენ.

პედაგოგმა კამათი მოიგო და ინტერნეტ ვარსკვლავი გახდა: ვიდეორგოლმა, რომელშიც ის ხსნის თუ რატომ არ გააღვიძა გაკვეთილზე ჩაძინებული მოსწავლე, 20 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

ჰოულმენის თქმით, მას TikTok-ისთვის ვიდეოს ჩაწერა არასდროს უფიქრია, მაგრამ როდესაც მოსწავლეებმა განაცხადეს, რომ მათ ვიდეორგოლებს უფრო მეტი ნახვა ექნებოდა, ვიდრე მისას, გადაწყვიტა სანაძლეო დაედო და საპირისპირო დაემტკიცებინა. შედეგად მასწავლებლის პირველმა ვიდეომ რამდენიმე დღეში დაახლოებით 50 ათასი ნახვა დააგროვა და მან გადაწყვიტა TikTok-ზე კონტენტის გამოქვეყნება გაეგრძელებინა.

მას პოპულარობა მოუტანა ვიდეორგოლმა, რომელშიც მოყვა, რომ ერთ-ერთ მოსწავლეს საკონტროლო წერის დროს ძილის უფლება მისცა, რადგან ღამით მოზარდს ბაბუა გარდაეცვალა.

„ხანდახან საუკეთესო, რაც შეიძლება მასწავლებელმა გააკეთოს ესაა მოსწავლეს ძილის უფლება მისცეს“, - განაცხადა ჰოულმენმა და დასძინა, რომ არ უნდოდა მოსწავლის სიტუაციის შესახებ მთელი კლასის წინაშე განეცხადებინა. ამიტომ სტიკერზე დაწერა, რომ მოზარდს შეეძლო ტესტის გამო არ ეღელვა და მაქსიმალურ ქულას შეჰპირდა, ჩანაწერი კი მის ნამუშევარს მიაკრა. 

ჰოულმენმა აღნიშნა, რომ ამ ქცევის გამო ტრაბახი არ სურდა, მაგრამ შედეგ მაინც გადაწყვიტა მის შესახებ მოგონება სოციალურ ქსელში დაეტოვებინა. პედაგოგის თქმით, ვიდეორგოლი მნიშვნელოვან გაკვეთილს შეიცავს: ხანდახან უბრალოდ უნდა იყო კეთილი ადამიანი.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება