სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მეცნიერებმა პირბადის ალტერნატივა გამოიგონეს
03-05-2020
-
+


კორონავირუსისგან დასაცავად მეცნიერები სპეციალურ ყელსახვევს გვთავაზობენ. მისი საათობით კომფორტულად ტარება, ასევე გარეცხვა და ხელის მშვიდად მოკიდება არის შესაძლებელი.

მანჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა უნიკალური ყელსახვევი შექმნეს, რომელსაც სამედიცინო ნიღბების ჩანაცვლება შეუძლია. ამის შესახებ DAILY MAIL წერს.

საკუთარი გამოგონების დახასიათებისას მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ახალი ყელსახვევი - სამედიცინო ნიღაბზე უკეთესია. პირველ რიგში, ქსოვილი ცხვირს და პირს უფრო მჭიდროდ ეკვრის, რადგან სახეზე მთლიანად არის მოხვეული. მეორეც, ქირურგიული ნიღბების ტარება არ შეიძლება ორ საათზე მეტხანს და ისინი ძლიერ დისკომფორტს იწვევენ. ასევე ადამიანები მათ ხელებით ხშირად ეხებიან, რაც ინფიცირების რისკს ზრდის.

„ყელსახვევი საათობით ტარებისთვის შესაფერისია და უსიამოვნო შეგრძნებებს არ ტოვებს“,- აღნიშნავენ სიახლის შემქმნელები.

მაგრამ ყელსახვევის ყველაზე მთავარი განმასხვავებელი არის მისი ქსოვილის სპეციალური ქიმიური გარსი.

„ჰაერ-წვეთოვანი გზით გავრცელებული ვირუსი მას ეკვრის. ვირუსს არ შეუძლია ამ ნივთიერების შემცველი გარსის გავლა და აქტივობას კარგავს. ქსოვილი შეიცავს ცილის კომპონენტებს, იმის მსგავსს, რომელიც ადამიანის ზედა სასუნთქ გზებშია. ეს კომპონენტები ეხმარებიან დაიჭირონ და გააუვნებელყონ პათოგენები“, - განმარტავენ მეცნიერები.

ბიოლოგი და სიახლის ერთ-ერთი შემქმნელი ექიმი ალან გრინი თვლის, რომ ყელსახვევში აღმოჩენილი ვირუსი იმავე რეაქციებს წააწყდება, რასაც ორგანიზმში.

„განსხვავება იმაშია, რომ შარფის ქსოვილში უჯრედები არ არის და ის ვერაფერს დააზიანებს. ის სწრაფად დაკარგავს აქტივობას და მოკვდება“, - ამბობს გრინი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება