სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ ვისწავლოთ სწრაფად გამოთვლა გონებაში?
07-08-2017
-
+


რატომ გონებაში, როცა შეიძლება კალკულატორზე ან ქვეშმიწერით?

ანგარიშის მინიმალური უნარები, რიცხვის შეგრძნება - ეს არის ზოგადსაკაცობრიო კულტურის ისეთივე ელემენტი, როგორც მართლწერა და მეტყველება, უცხო ენის ფლობა, ზოგადი წარმოდგენა ხელოვნებასა და სამყაროს შესახებ.

გარდა ამისა, როდესაც თქვენ მარტივად აწარმოებთ გამოთვლას დამხმარე საშუალებების გარეშე, თქვენ გრძნობთ რეალობის მართვის სრულიად სხვა დონეს - თქვენ წინასწარ იცით, რამდენ ხურდას დაგიბრუნებენ მაღაზიაში, ან ღირს თუ არა რვა კაცის შესვლა 400 კგ ტვირთამწეობის მქონე ლიფტში.

დაფიქრდით იმაზე, რომ კალკულატორი და ქვეშმიწერით გამოთვლა - ეს არის მაგიის ერთგვარი ნაირსახეობა. სავარაუდოდ, თქვენ არ იცით, როგორ მუშაობს ის და იძულებული ხართ, უბრალოდ მას მიენდოთ. როდესაც თქვენ კარგად გესმით, როგორ ხორციელდება მათემატიკური ოპერაციები და შეგიძლიათ მათი „ხელით“ გამეორება, თქვენი კონტროლის (და თავდაჯერებულობის) შეგრძნება იღებს სერიოზულ ბონუსს.

დაბოლოს, ზეპირი გამოთვლა ავითარებს თქვენს მენტალურ უნარებს: ყურადღებას, მეხსიერებას, კონცენტრაციას, აზროვნების რამდენიმე არხს შორის გადართვას, აგრეთვე შეიძლება წარმოადგენდეს მედიტაციის და სევდიანი ფიქრებისგან გადართვის საშუალებას.

სად ვიპოვოთ სავარჯიშოები? მოვიფიქროთ მაგალითები?

რა თქმა უნდა, არა. ქსელში ბევრი მობილური აპლიკაციაა, რომელიც შემოგთავაზებთ მათემატიკური უნარების სავარჯიშოებს ნებისმიერი გემოვნებისთვის.

არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ კარგ აპლიკაციას უნდა გააჩნდეს სირთულის მოქნილი პარამეტრები და შეეძლოს თქვენს მიერ შესრულებული დავალებების სტატისტიკის წარმოება.

სცადეთ iOS და Android აპლიკაციების გამოყენება, ან მოძებნეთ ალტერნატიული ვარიანტები App Store-სა და Google Play-ში.

შედეგი როდის დადგება?

არსებობს სულ 4 მათემატიკური მოქმედება - მიმატება, გამოკლება, გამრავლება და გაყოფა. ყველა მოქმედებას გააჩნია საკუთარი თავისებურება, მაგრამ ისინი არაა რთული. თუ ერთხელ გაერკვევით და მერე ყოველდღიურად ივარჯიშებთ 5-10 წუთის განმავლობაში, ძალიან სწრაფად იგრძნობთ, რომ უკეთ ითვლით. სავარაუდოდ, 2-3 თვეში თქვენ მიაღწევთ საკმაოდ მაღალ დონეს, რომლის შენარჩუნებას შეძლებთ პერიოდული ვარჯიშით.

და რით დავიწყოთ?

დაიწყეთ უმარტივესი დონით - ერთნიშნა რიცხვების მიმატებით და მიაღწიეთ მასში სრულყოფას: სწორი პასუხების 99%, ყოველ პასუხზე 1-2 წამი. „ათეულის გადალახვის“ მაგალითების ამოხსნისთვის სცადეთ შემდეგი ტექნიკის გამოყენება - „ათეულზე დაყრდნობა“.

ვთქვათ, თქვენ უნდა შეკრიბოთ 8 და 7.

ჰკითხეთ თქვენს თავს, რამდენი აკლია 8-ს 10-მდე (2).წარმოიდგინეთ 7, როგორც 2-ის და სხვა რაღაც ნაწილის (5) ჯამი.მიუმატეთ 8-ს 7-ის ის ნაწილი, რომელიც მას აკლია 10-მდე, შემდეგ კი, მეორე ნაწილი - ანუ თქვენ შეკრებთ 10-ს და 5-ს და, რა თქმა უნდა, მიიღებთ 15-ს.

როგორ შევკრიბოთ მრავალნიშნა რიცხვები?

აქ ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია - მსგავსი თანრიგის შეკრება. ორივე რიცხვის სათანრიგო ნაწილებად დაშლის შემდეგ, დაიწყეთ შეკრება უდიდესი თანრიგებიდან - ათასები ათასებთან, ასეულები ასეულებთან, ათეულები ათეულებთან, ერთეულები ერთეულებთან. ის, რასაც მიიღებთ, საჭიროებისამებრ გაამსხვილეთ და შემდეგ ისევ შეკრიბეთ.

მაგალითად, როგორ შევკრიბოთ 456 და 789?

1) 456 შედგება 3 სათანრიგო ნაწილისგან - 400, 50 და 6.
 789-საც ასევე ვშლით 3 ნაწილად - ესაა 700, 80 და 9.

2) ვაჯამებთ ასეულებს ასეულებთან: 400+700 = 1 100, ათეულებს ათეულებთან: 50+80     = 130, ერთეულებს ერთეულებთან: 6+9 = 15.

3) ვამსხვილებთ, მოსახერხებელ ნაწილებად დაშლით, ისევ ვაჯგუფებთ და ვაჯამებთ ერთანირ თანრიგებს:1 100+130+15 - ესაა 1 100+100+30+10+5, ანუ, 1 200+40+5 = 1 245.

და გამოკლება?

აქაც უნდა დავიწყოთ საბაზო დონიდან - პირველი და მეორე ათეულის რიცხვებზე ერთნიშნა რიცხვის გამოკლებით - და ეს უნარი სრულყოფამდე მივიყვანოთ. ისევე, როგორც შეკრების შემთხვევაში, პრობლემები ჩნდება ათეულის გადალახვის დროს. აქაც მოსახერხებელია „ათზე დაყრდნობის“ ხერხი.

წარმოვიდგინოთ, რომ უნდა გამოვაკლოთ 12-ს  8.

1. ვკითხოთ თავს, რამდენი უნდა გამოვაკლოთ 12-ს, რომ მივიღოთ 10 (ესაა 2).
2. 12-ს 8 გამოვაკლოთ ნაწილებად - ჯერ 2, შემდეგ კი დანარჩენი, ანუ 6.
3. 12-დან 2-ის გამოკლებით მივიღეთ 10, რომელსაც უნდა გამოვაკლოთ 6. მივიღებთ 4-ს. მზადაა!

განაგრძეთ კითხვა

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

განცხადებების მიღება 14 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი - იხილეთ დეტალური ინფორმაცია

„მოხდა შემზარავი დანაშაული ჩემი შვილების მონაწილეობით“ - სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ

მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია გახანგრძლივდა - თანხის გადახდა 7 მაისის 18:00 საათამდე შეგეძლებათ

მასწავლებელთა გამოცდებზე პირველადი რეგისტრაცია დასრულებულია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აპლიკანტებმა გაითვალისწინონ 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მათი ნამუშევრები ასახავს ქართული ანბანის სილამაზეს, სისუფთავესა და უნიკალურობას

კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის სასწავლო გრანტი

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ეროვნული დღესასწაული საინტერესო  პრეზენტაციებით მიულოცეს

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება