სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დაისვენებთ თუ არა ონლაინ გაკვეთილებისგან დიდ ხუთშაბათს?
10-04-2020
-
+


წელს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მართლმადიდებელი სამყარო 19 აპრილს აღნიშნავს. როგორც წესი, საადღგომოდ უქმე დღეებში სკოლები ისვენებენ. 

ახლა კი კორონავირუსის პანდემიის გამო სულ სხვა ვითარებაში აღმოვჩნდით. გაკვეთილები სკოლების ნაცვლად, ვირტუალურ საკლასო ოთახებში ონლაინ ტარდება. საინტერესოა, შეეხება თუ არა ამ ფორმატსაც უქმე დღეები და შეჩერდება თუ არა სწავლა სადღესასწაულო დღეებში. 

აღდგომის არდადეგებამდე ერთ-ერთი აქტუალური კითხვაა - დაისვენებენ თუ არა დიდ ხუთშაბათს სკოლები? - ამ შემთხვევაში პასუხი ცალსახა და მკაფიოა. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხუთშაბათი ოფიციალური დასვენების დღე არ არის, შესაბამისად, არც ონლაინ სწავლება შეჩერდება ამ დღეს. 

რაც შეეხება, ზოგადად, სადღესასწაულო უქმე დღეებს,  როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ოფიციალურ დასვენების დღეები, ყველასთვისაა, შესაბამისად, მოსწავლეებიც და მასწავლებლები ახლაც ისევე ისარგებლებენ უქმე დღეებით, როგორც სასწავლო პროცესის პერიოდში სარგებლობდნენ.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა

 

584 ხელმოწერიდან არც ერთი აკმაყოფილებდა რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს

საგამოცდო მასალებზე მომუშავე ექსპერტებისთვის ტრენინგი ჩაატარა

სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების საბოლოო შედეგები ცნობილია

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება