სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, სიახლეები, საინტერესო

Etaloni.ge და სკოლები - საზოგადოებაში პოზიტივის გაღვივების ერთიანობა 
09-04-2020
-
+


საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე საზოგადოება განსაკუთრებით პოზიტიური სიახლეების და მოვლენების მოლოდინსა და ძიებაშია. იძულებით გამოცხადებული და გახანგძლივებული არდადეგების ფონზე განათლების სისტემა სხვადასხვა მეთოდებით და მიდგომებით ცდილობს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას.

ინტერნეტის მოხმარების რეკორდულ მაჩვენებელთან ერთად ასევე გაზრდილია ინტერნეტ-რესურსების, მათ შორის ვებ-გვერდების მიმართ ინტერესი. აღნიშნული ტენდენცია Etaloni.ge-ზეც თვალნათლივ იგრძნობა - თებერვალში ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევის მიხედვით, იანვრის თვეზე დაყრდნობით Etaloni.ge-ს ვიზიტორთა რაოდენობის პროგნოზად 2020 წელს 15 მილიონი იქნა დასახელებული. თუმცა, არსებული მონაცემები გვაძლევს ვიზტორთა კიდევ უფრო დიდი რაოდენობის პროგნოზის საფუძველს - მარტში Etaloni.ge-ს ვიზტორთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა და 2 მილიონს გადააჭარბა. 

გაზრდილი დაინტერესება ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს სტიმულია. კარგად გვესმის, რომ  ამ განსაკუთრებულ დროს ასევე განსაკუთრებით მნშვნელოვანია ჩვენ თანამოაზრე სკოლებთან ერთად საზოგადოება შევაგულიანოთ და გავამხნევოთ. ფაქტია სწორედ ჩვენგან იგებთ საქართველოს მასშტაბით 1700-ზე მეთ სკოლაში მიმდინარე ამბებს - მათ აქტივობებს, სიახლეებს, გულისტკივილსა თუ მოსაზრებებს. სწორედ Etaloni.ge წარმოადგენს იმ საგანმანათლებლო ჰაბს, სადაც შესაძლებელია სასკოლო ცხოვრების მაჯისცემის გაცნობა. ამასთან, სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ რომ სკოლების აქტიურობაც თვალნათლივ ჩანს - ყოველდღიურად ათეულობით სკოლის სიახლეებს გაცნობთ Etaloni.ge-ზე. 

ფაქტია, დაინტერესება გაზრდილია სასკოლო ცხოვრებისა და საგანმანათლებლო სივრცის სიახლეებისადმი. განსაკუთრებული აქტიურობაა ჩვენი თანამოზარე სკოლების მხრიდანაც - გვეხმიანებიან, გვწერენ და მუდმივად ინტერესდებიან თუ როგორ შეიძლება მათი აქტივობები წარმოვაჩინოთ და საზოგადოებას დავანახოთ ის ტიტანური შრომა რომელსაც განათლების მუშაკები დებენ თითოუელი ონლაინ გაკვეთილის მომზადებასა თუ ჩატარებაში, თითოეულ მშობელთან, მოსწავლესთან ურთიერთობასა და ერთმანეთთან მუდმივ კომუნიკაციაში. დავანახოთ, თუ რამხელა ძალისხმევას მოითხოვს მათი მხრიდან არსებული გამოწვევების საპასუხოდ გადაწყობა და როგორი მონდომებით არიან ამ ყველაფერში ჩართულები. . . 

სწორედ ამიტომ მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენ თანამოაზრე სკოლებს და მკითხველებს იმ დამოკიდებულებისა და ნდობისათვის, რომელიც Etaloni.ge-ს მიმართ გააჩნიათ - მოგვდის უამრავი წერილი თუ კითხვა, გვთხოვენ სხვადასხვა ინფორმაციის დაზუსტებას, გადამოწმებას და გაშუქებას. . . გპირდებით, რომ ჩვენი გუნდი კვლავინდებურად გააგრძელებს თქვენთვის საინტერესო, ოფიციალური და აქტუალური მასალების მომზადებასა და თქვენთვის მოწოდებას. ჩვენ თანამოზარე სკოლებთან ერთად კი ამ ყველასთვის რთულ სიტუაციაში მხარში დავუდგებით და გავამხნევებთ საზოგადოებას ! 

მუდამ თქვენი Etaloni.ge

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება