| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ადამიანებისთვის, რომლებიც კარანტინის გამო სახლში სხედან რჩევები გამოაქვეყნა - საჭიროა მეტი მოძრაობა და სწორი კვება.
„პატარა შენობებშიც კი ოთახის პერიმეტრზე სიარული დაგეხმარებათ იყოთ აქტიური. თუ ტელეფონზე საუბრობთ ნუ დაჯდებით, დადექით ან იარეთ. იმ შემთხვევაში კი თუ სასეირნოდ ქუჩაში გასვლა ან ვარჯიში გადაწყვიტეთ, დარწმუნდით, რომ სხვა ადამიანებისგან არანაკლებ 1 მეტრის მოშორებით იმყოფებით“, - ნათქვამია ჯანმო-ს რეკომენდაციებში.
ასევე ორგანიზაცია გვირჩევს ვიცეკვოთ, ბავშვებთან ვითამაშოთ, სახლი დავალაგოთ ან მოვუაროთ ბაღს.
არ არის რეკომენდირებული მჯდომარე პოზიციაში დიდი დროის გატარება - უფრო მეტიც, უკეთესია არ იჯდეთ ერთდროულად 30 წუთზე მეტი და ეცადეთ ფეხზე ხშირად წამოდგეთ.
„განიხილეთ მაღალფეხებიანი მაგიდის გამოყენების შესაძლებლობა, რომელიც ფეხზემდგომი მუშაობის საშუალებას იძლევა. მჯდომარე პოზიციაში დასვენების დროს უპირატესობა მიანიჭეთ საქმიანობის გონებრივ სახეობებს, ისეთებს როგორიცაა კითხვა, მაგიდის თამაშები და პაზლი“,- ნათქვამია რეკომენდაციებში.
ასევე ექიმები მოგვიწოდებენ ვიკვებოთ სწორად.
„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს სწორად კვების და წყლის საკმარისი რაოდენობით სმის აუცილებლობა“,- დასძენენ ორგანიზაციაში.
ასევე ჯანმო აღნიშნავს, რომ საჭიროა შევზღუდოთ ან მთლიანად ამოვიღოთ ალკოჰოლური სასმელების მოხმარება.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას