სიახლეები
პიროვნება

„ყველაზე დიდი ტვირთი დღეს სამედიცინო სფეროს იმ პერსონალზე მოდის, ვინც არ ჩანს“
24-03-2020
-
+


ქობულეთის კლინიკაში ექიმ-ინფექციონისტად მუშაობს და მიუხედავად იმისა, მათი საავადმყოფო სარეზერვოდ მოიაზრება, თავისი ქვეყნის, პაციენტების ერთგულ რიგით ჯარისკაცად რჩება; ექიმებისადმი მადლობის ტაში, მართალია, პირადად არ მეკუთვნოდა, მაგრამ მოხარული ვარ, ჩვენი პროფესიისადმი პატივისცემა ხალხმა ასე რომ გამოხატაო, - გაგვიმხილა და Etaloni.ge-სთან საუბარში ისიც დასძინა  - ღმერთმა არ დააჭირვოს ქვეყანას ექიმების ასეთი მობილიზაციაო.

ნელი გაზდელიანი 40 წელია ექიმ-ინფექციონისტად მუშაობს და ამბობს, რომ სწორედ ვახტანგ ბოჭორიშვილის დამსახურებით აირჩია ეს განხრა; დღეს კი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ნელი ექიმს უამრავი პაციენტი ურეკავს მხოლოდ იმის გამო, რომ მან დაამშვიდოს, დაუყვავოს, რჩევები მისცეს... ექიმი ყველგან ექიმიაო, - მითხრა და ჩვენი რესპონდენტის შემთხვევაში უდავოდ ასეა, რადგან არაერთ პაციენტს ახსოვს ინფექციონისტი ქალბატონის უანგარო დახმარება.

- არსებულ ვითარებაში, როგორც ექიმი, ერთადერთი რჩევის მიცემა შემიძლია - სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია. ნამდვილად არ მეშინია და ჩვენს მოქალაქეებსაც იგივეს ვურჩევ, საფრთხილო ნამდვილად არის, მაგრამ პანიკას არ უნდა მიეცნენ, მთავარია პირადი ჰიგიენისა და დისტანციის დაცვა.

- მორალურად როგორ ამხნევებთ საკუთარ პაციენტებს, ქალბატონო ნელი?

- უნდა ვაღიარო - ძალიან ბევრი მირეკავს... ორმოცი წელია ამ სფეროში ვარ და თამამად ვიტყვი, ჩვენ ფსიქოთერაპევტებიც ვართ და მინდა, ის რამდენიმე წუთი, როდესაც თუნდაც ტელეფონით ვესაუბრები, განწყობა გამოვუკეთო.

- კვლევებმა აჩვენა, რომ პოზიტიურად განწყობილი პაციენტები უფრო მალე იკურნებიან, ასეა?

- დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას, თვითდაჯერებას, რწმენას... მე ამას შევძლებ! მე დავამარცხებ ვირუსს! - ვფიქრობ, ასეთ დროს მთავარია საკუთარი თავისა და სამედიცინო სექტორის რწმენა. პანიკა არის, მაგრამ ერთ მაგალითს გეტყვით -  მედიცინა არ იყო ასეთი ძლიერი, როდესაც ესპანური გრიპი მძვინვარებდა და მაშინ დავძლიეთ ეს გამოწვევა. ახლა კი, როდესაც მედიცინის განვითარების მაღალი დონე გვაქვს, გვყავს პროფესიონალები, ძლიერი მეცნიერები, უძლიერესი ინფექციონსიტები, იმუნოლოგები, იმედი არ უნდა დავკარგოთ. ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ!

- მადლიერების ტაში თქვენც გეკუთვნოდათ, ქალბატონო ნელი?

- ჩვენი კლინიკა სარეზერვოდ მოიაზრება და ჯერჯერობით, ვირუსთან ბრძოლაში არ ვართ ჩართულები, თუმცა გამიხარდა ექიმებისადმი ასეთი დამოკიდებულება... ღმერთს ათასი მადლობა, უძლიერესი ინფექციონისტები გვყავს და წარმოუდგენელია, ვახტანგ ბოჭორიშვილის სკოლა სხვაგვარი იყოს.

- ისე, თქვენი პროფესია ხშირად დაუფასებელია, ხომ?

- ...შეიძლება ათასი სიცოცხლე გადაარჩინო, მაგრამ ერთმა წარუმატებლობამ ყველაფერი გადაწონოს.  სამწუხაროდ, ხშირად მსმენია - ექიმს რა ენაღვლება, მისი ახლობელი ხომ არ იყოო, მაგრამ მერწმუნეთ, ასე ნამდვილად არ არის. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ექიმისთვის რამხელა ბედნიერებაა, როდესაც სიკვდილზე იმარჯვებს. ექიმი ხომ ყველგან ექიმია და ნებისმიერ ვითარებაში თავისი პროფესიის ერთგული რჩება. შეიძლება ქუჩაში ვიღაცას გაუბრაზდე, მაგრამ როდესაც ის შენთან მოდის, როგორც პაციენტი, ვერ მიატოვებ. ექიმი მტერთანაც ექიმია.

- თქვენ უმკურნალებდით მტერს?

- ...გამიკეთებია კიდეც, თან არაერთხელ, ღმერთმა დაგვიფაროს, სხვაგვარად მოვიქცეთ

- ვახტანგ ბოჭორიშვილი ახსენეთ, რატომ არჩიეთ ექიმობა და კონკრეტულად, ინფექციონისტობა?

- პედიატრობა მინდოდა, ინფექციურზე არ მიფიქრია... ტყუილს ვერ ვიტყვი, თითქოს ვინმეს მიბაძვით მინდოდა ეს განხრა, მაგრამ მაშინ ინფექციონისტების ნაკლებობა იყო  და ყველაფერი თავისთავად, მექანიკურად მოხდა.

- დღევანდელი გადასახედიდან, მაშინდელ გადაწყვეტილებას ხომ არ ნანობთ?

- არა, ახლაც რომ ვამთავრებდე უმაღლესს, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი; ინფექციური ზოგადი და ფართე სფეროა, გრძნობ, რომ ყოველდღიურად სჭირდები ხალხს, ეხმარები და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. ინფექციური პათოლოგიები არ არის ხელწამოსაკრავი, 21-ე საუკუნე ხომ ვირუსის საუკუნეა; თანაც ისეთი მასწავლებელი გვყავდა, ვახტანგ ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია, პროფესია არ შეგვყვარებოდა.  ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ ბოლოს მაინც ინფექციონისტად დავრჩი.

- ქალბატონო ნელი, დღეს, ხელისუფლება და სამედიცინო სფერო ერთად ებრძვის ვირუსს. როგორ ფიქრობთ, კრიტიკულ ვითარებაში, ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე, მედიცინა შიშველი ხელებით გაუმკლავდებოდა ამ ყველაფერს?

- წარმოუდგენელია, ასეთ დროს ცალკე აღებული ერთი სფერო მოერიოს საკითხს... ვირუსი რომც არ იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია, იგრძნო მხარდაჭერა, თუნდაც იგივე ადგილობრივი ხელისუფლებისგან. ბევრჯერ მიგრძნია თანადგომა და მარტივად რომ ვთქვათ, სწორედ ადგილობრივი ხელისუფლებების დამსახურებაა, ექიმს მეტი პირობა რომ აქვს, უკეთ მოემსახუროს პაციენტს. მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის გარეშე, ვერც ერთი სფერო სწრაფად ვერ განვითარდება; მაგალითისთვის ისიც კმარა, მერია წამლის ყიდვაში რომ ეხმარება ადამიანს... ასეთი თანადგომა უმნიშვნელოვანესია და ჩვენ ვიცით, რომ ისინი უკან არაფერზე დაიხევენ. ისე, ბოლო დროს ცოტა შეილახა ექიმების სახელი, მაგრამ არა უშავს - დრო ყველაფრის მკურნალია.

- ახლა ხომ პირიქით, ყველა პატივისცემას გამოხატავს?

- ასეც უნდა იყოს, რადგან ფაქტია - მთავრობაც და ჯანდაცვის სისტემაც მოწოდების სიმაღლეზე დადგა... თუმცა იცით, ვფიქრობ, ყველაზე დიდი ტვირთი მაინც სამედიცინო სფეროს იმ პერსონალზე მოდის, ვინც არ ჩანს - ექთნებზე, სანიტრებზე... რომლებიც 24-საათიან რეჟიმში პაციენტებთან არიან და წუთით არ ტოვებენ მათ. ისინი ძლიერები არიან, ღირსეულად უმკლავდებიან საკუთარ მოვალეობას...  ფაქტია - ფარდის მიღმა უფრო მეტი სამუშაოა.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
NAEC იმიტირებულ რეგისტრაციას გაგატარებთ - შეხვედრის ვადა და დეტალები
„ინგლისურენოვანი შეტყობინება მივიღეთ , რომ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“ -სკოლის დამფუძნებელი etaloni.ge-სთან დეტალებზე საუბრობს
განათლებაში ყველაზე დაბალი ხელფასებია - საქსტატი 4 მაღალანაზღაურებად დარგს ასახელებს
„სსსმ მოსწავლეებს  განსაკუთრებული ნიჭი აქვთ სხვადასხვა განხრით, ამიტომ სპეცმასწავლებლის მოვალეობაა ამ უნარების აღმოჩენა შეძლოს და შემდგომ განავითაროს“
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
მოსწავლეებმა სტუმრისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს
მოსწავლეებს თან ახლდნენ კლასის დამრიგებელი და საქართველოს ისტორიის პედაგოგი იოსებ აფაქიძე
მოსწავლეებმა სიყვარულით, სითბოთი და ემოციით სავსე დღე მიუძღვნეს ქალბატონებსა და საყვარელ დედიკოებს
„ვულოცავთ მათ, მასწავლებელთან ერთად, ამ წარმატებას და მომავალში მეტ მიღწევებს ვუსურვებთ“
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება