სიახლეები
ეტალონი

„მოსწავლეებისთვის, ოჯახისა და სკოლისთვის „ეტალონი“ არის დღესასწაული“ - ახალქალაქში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი ჩატარდა
02-03-2020
-
+


27 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

10 მარტს გაიმართება II ტური, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი თერეზა ჩივჩიანი:

„ეტალონში“ ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლების 100%-იანი ჩართულობაა ყოველთვის. ყველა იყო მონდომებული, ჩართული და მაქსიმალურად მობილიზებული. მეორე ეტაპზეც ჩვენი მხრიდან ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა. უკვე დავიწყეთ მზადება. გვინდა, ღონისძიება საინტერესოდ იყოს ორგანიზებული და მამოტივირებელი ეს ყველაფერი ჩვენი მოსწავლეებისთვის.

„ეტალონი“ ძალიან საჭირო პროექტია, მით უმეტეს, რეგიონებისთვის. მასში ჩართული მოსწავლეებისთვის, მთელი ოჯახისთვის და სკოლისთვის ეს არის დღესასწაული, განათლების დღე, რომელსაც ყველა ელოდება და ამას როცა ვხედავთ განათლების სპეციალისტები, მეტი სტიმულია ჩვენთვის. ვგრძნობთ, რომ რასაც ვაკეთებთ, სწორად მიდის ბავშვამდე.

კულიკამის საჯარო სკოლის დირექტორი არმინე უზუნიანი:

ძალიან კამყოფილი ვართ ტესტირების ეტაპით. ყველაფერს კარგად გაართვეს თავი მოსწავლეებმა. ძალიან საინტერესო ტესტები იყო. ჩემი მოსწავლეები ნიჭიერები და გონიერები არიან და ვფიქრობთ, წარმატებას მივაღწევთ მეორე ტურში. „ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია. ყოველთვის სიხარულით და აქტიურად ვთანამშრომლობთ და კმაყოფილი ვართ ამით.

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ოძელაშვილი:

ძალიან კარგი პროექტია „ეტალონი“. საინტერესო და სახალისოა ბავშვებისთვის. ვფიქრობ, ამ პროექტის ძალიან დიდი ღირსებაა ის, რომ ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას, რაც ნამდვილად პრობლემურია თანამედროვე ბავშვებში. არა მარტო სწავლის, არამედ კითხვის მოტივაცია უჩნდებათ და ამაში „ეტალონის“ წვლილი დიდია. ყველას ვურჩევდი, იკითხონ მხატვრული ლიტერატურა, მეტი იმუშაონ, რადგან „ეტალონი“ ფართო აზროვნებას საჭიროებს. 

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ციალა ზარიძე:

ძალიან კარგად გაართვეს ბავშვებმა თავი ტესტებს, კმაყოფილები გამოვიდნენ. 31 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა ჩვენი სკოლიდან და ყველას ძალიან მოეწონა. იმაზე ნაკლები დრო დასჭირდათ, ვიდრე გათვლილი იყო.

ვინც ვერ მიიიღო ტესტირებაში მონაწილეობა, იმათ უნდათ, რომ განმეორებით დავაწერინოთ, რაც არ შეიძლება, რა თქმა უნდა. აი, ამდენად საინტერესო პროექტია „ეტალონი“. ყველას უნდა, რომ ჩაერთოს. ორი 100-ქულიანი მოსწავლე გვყავს და მომდევნო ეტაპზე წარმატების იმედი გვაქვს. მეორე ეტაპისთვის მოსწავლეებს უნდა ვუთხრათ, მეტი იკითხონ და მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია. ყველა მოსწავლეს ვურჩევდი, თუ დარწმუნებულები არ არიან სწორ პასუხში, თავი შეიკავონ.

კუმურდოს საჯარო სკოლის დირექტორი არმენაკ ფოლორჩიანი:

ტესტირებით კმაყოფილი ვარ, ძალიან საინტერესო კითხვები იყო მოსწავლეებისთვის. რადგან სომხურენოვანი სკოლა ვართ, სახელმწიფო ენაზე „ეტალონის“ ჩატარება დიდი მიღწევაა. სახელმწიფო ენის შესწავლის სტიმული უჩნდებათ მოსწავლეებს და პროექტში ჩართულობაზე მოთხოვნაც იზრდება. ჩვენი მხრიდან ყოველთვის ვეხმარებით მოსწავლეებს. წინა წლების ტესტების დახმარებით ვამეცადინებთ.

ჩუნჩხის საჯარო სკოლის დირექტორი ემზარ პაპიძე:

ყველაფერი ობიექტურად ჩატარდა. ძალიან მოგვეწონა ტესტები. მაღალქულიანი მოსწავლეც გვყავს, ვემზადებით მეორე ტურისთვის და წარმატების იმედი გვაქვს. გვყავს პასუხისმგებელი პირი, ვინც ეხმარება მოსწავლეებს მეორე ტურისთვის მომზადებაში. ბავშვები მოტივირებულები არიან. მათ ვურჩევდი, მეტი იმუშაონ, რომ წარმატებას მიაღწიონ. 

ჩუნჩხის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი გოჩა გელაძე:

ძალიან კმაყოფილი დავრჩი „ეტალონის“ ტესტირებით და ბავშვების შედეგებით. ბავშვებიც ძალიან გახარებულები არიან. მადლობა პროექტის ხელმძღვანელს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს. ძალიან დიდი მოტივაციაა ეს პროექტი მოსწავლეებისთვის, ინტერესდებიან, კლასგარეშე ლიტერატურას კითხულობენ, რომ სერთიფიკატი მაინც მიიღონ. პედაგოგებიც აქტიურდ ვერთვებით. ჩემი სურვილია, სულ ტარდებოდეს „ეტალონი“.

გომანის საჯარო სკოლის დირექტორი ჰაიასტან მოვსესიანი:

სომხურენოვანი სკოლა ვართ, არ იციან ქართული ლიტერატურიდან ბევრი ნაწარმოები, თუმცა მაინც მშვენივრად გაართვეს თავი და მოტივაცია გაუჩნდათ, რომ მეტი წაიკითხონ და გაიგონ. ჩემთვისაც საინტერესო იყო კითხვები. ძალიან კარგი პროექტია „ეტალონი“.

გომანის საჯარო სკოლის პედაგოგი ხატია მეკოკიშვილი:

რამდენიმე წელია, რაც ჩავერთეთ „ეტალონში“ და ძალიან კმაყოფილი ვართ. ბავშვები ყოველთვის ენთუზიაზმით ეკიდებიან. არაქართულენოვანი სკოლა ვართ, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, მაინც კარგად გაართვეს თავი. საინტერესო და სტიმულის მიმცემია „ეტალონი“ ბავშვებისთვის, რომ ქართული კარგად ისწავლონ. დღეს ერთი მოსწავლე ამბობდა, კარგად გავიგე კითხვები და ქართულ უნივერსიტეტში უნდა ჩავაბაროო. ამ ბავშვებისთვის პირობის გაგებაც კი ძალიან დიდი სტიმულია. შესაბამისი მასალები მაქვს მოძიებული და ვცდილობ მეორე ტურისთვის მოვამზადო ბავშვები. ძირითადად, ზოგად განათლებაზე ვართ ორიენტირებული.

პტენის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ტაბატაძე:

როგორც საჭირო იყო, ისე ჩაიარა ყველაფერმა. ძალიან საინტერესო და სახალისო იყო ბავშვებისთვის. მეორე ეტაპზე, ვფიქრობთ, წარმატების შანსები გვაქვს. „ეტალონი“ ძალიან საჭირო და საინტერესო პროექტია ბავშვებისთვის, მშობლებისთვის და მთლიანად სკოლისთვის. ყველა ჩართულია და აინტერესებთ. „ეტალონი“ ყოველთვის ზრუნავს ჩვენს სკოლაზე.

პტენის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნონა ხოზრევანიძე:

კმაყოფილი ვართ პირველი ტურით, მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი. საკმაოდ მაღალი ქულები მიიღეს ბავშვებმა. დადებითად ვაფასებ ამ პროექტს, ბავშვებისთვის სასიამოვნო იყო. „ეტალონის“ დახმარებით იმაღლებენ მოსწავლეები ცოდნის დონეს. აქვთ სურვილი, კიდევ ჩაერთონ და მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ. ჩემი რჩევა იქნებოდა ყველა მოსწავლესთან, რომ არ ინერვიულონ.

გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ნადირაძე:

ძალიან კარგი ქულები აქვთ ბავშვებს. ბევრმა გადალახა ბარიერი. „ეტალონი“ საჭირო და საინტერესო პროექტია. გვიხარია, რომ არსებობს. ყოველთვის აქტიურად ვერთვებით, ჩვენს ღონისძიებებსაც მუდმივად ვაშუქებთ „ეტალონის“ ვებ-გვერდზე და იქიდანაც ბევრ საჭირო ინფორმაციას ვიღებთ.

გოგაშენის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მარინე თაქთაქიძე:

კმაყოფილი ვარ ტესტირების ეტაპით. ბევრმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და შედეგებიც მოგვეწონა. „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის მამოტივირებელი პროექტია და პედაგოგებისთვისაც ძალიან საინტერესოა. მეორე ეტაპზე წარმატების იმედი გვაქვს და მოუთმენლად ველოდებით ღონისძიების დღეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

სიახლეები

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

ლაპარაკობენ, აღზრდა არ იყო სკოლის ნაწილი და აღზრდისთვის დაგვჭირდება დამატებითი პროექტების განხორციელება...

 მინიმალური გამსვლელი საგამოცდო ქულები თითოეულ დონისთვის - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

 მოსალოდნელია წვიმა, მთიან რაიონებში თოვლი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

აქტივობამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, უკეთ გაცნობოდნენ თავიანთი ქვეყნის კულინარიულ მემკვიდრეობას

 

 

სპორტულ-გასართობ ღონისძიებას პედაგოგი გრიგოლ სოფრომაძე ხელმძღვანელობდა

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

სიახლეები
საზოგადოება