სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაძვირებული, მაგრამ გამქრალი პირბადეები და იტალიიდან დაბრუნებული ქართველი ბიჭის კომენტარი - რეპორტაჟი აფთიაქებსა და მაღაზიებიდან
27-02-2020
-
+


გუშინ, ღამით, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან შემოვიდა.

„ეტალონი“ დაინტერესდა, რა ვითარებაა აღნიშნულის შემდეგ სააფთიაქო ქსელებსა და სავაჭრო ობიექტებში, გაიზარდა თუ არა მოთხოვნა პირბადეებზე, წამლებსა და საკვებ პროდუქტებზე? 


ჩვენ მიერ შემოწმებულ ოთხი სააფთიაქო ქსელის ფილიალებში პირბადეები საერთოდ არ ჰქონდათ, თუმცა მოთხოვნა არსებობს და ეს ჩვენი იქ ყოფნის პერიოდშიც დადასტურდა. როგორც აფთიაქების წარმომადგენლებისგან შევიტყვეთ, პირბადეების მაქსიმალური ფასი უკანასკნელი დღეების განმავლობაში 20 თეთრს არ აღემატებოდა. საზოგადოებაში კი ბევრად მეტ თანხას ასახელებენ. 

„ავერსში“ „ეტალონს“ უთხრეს, რომ გუშინ შუადღის შემდეგ, 500 ცალი პირბადე 2-3 საათში გაყიდეს და ამ დროისთვის არცერთ ფილიალში აღარ აქვთ. ფარმაცევტის თქმით, მომხმარებლებმა პირბადეები კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირებამდე მოიმარაგეს. ფასი კი ვირუსების ფონზე 12-დან 18 თეთრამდე იყო გაზრდილი. აფთიაქში მოიმატა ანტივირუსულ მოთხოვნამ წამლებსა და სითხეებზეც.


„ფარმადეპოში“ გვითხრეს, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში პირბადეები 20 თეთრი ღირდა და ფასი არ გაზრდილა, თუმცა მოთხოვნასთან ერთად, ფასმა მოიმატა გაციების საწინააღმდეგო პრეპარატებზე. აფთიაქში პირბადეები არა, მაგრამ ანტისეპტიკური საშუალებების მარაგი ჰქონდათ.



GPC-ში თქვეს, რომ ამ ეტაპზე პირბადეები არ აქვთ, მაგრამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ყოველთვის 20 თეთრი ღირდა. გაყიდული პირბადეების კონკრეტული რაოდენობის დასახელებისგან ფილიალში თავი შეიკავეს.



პირბადეები არც „პსპ-ში“ აქვთ შემორჩენილი და მარაგსაც მხოლოდ უახლოესი დღეების განმავლობაში ელოდებიან. ფარმაცევტის თქმით, პირბადეები 2 დღის წინ 15 თეთრი ღირდა და ფასი უცვლელია. მისივე განმარტებით, პირბადეებზე მოთხოვნა ზამთრის სეზონზე ყოველთვის მაღალია. საინტერესოა, რომ ერთადერთი ხელის დასაბანი ანტისეპტიკური საშუალება, რომელსაც ჩამობანა არ სჭირდება, აფთიაქში 17 ლარი ღირდა.



აფთიაქებისგან განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდიან მოქალაქეები და პირბადეების მნიშვნელოვნად გაძვირებაზე საუბრობენ. როგორც ერთ-ერთმა მომხმარებელმა გვითხრა, 1 ცალ პირბადეში 95 თეთრი გადაიხადა. ხოლო ზოგიერთ აფთიაქში, ფასი 1 ლარსაც კი აჭარბებს. როგორც მოქალაქეები ჩვენთან აკონკრეტებენ, ფასის მატება ძირითადად, არაქსელურ აფთიაქებში შეინიშნება. 

 ერთ-ერთ აფთიაქში „ეტალონი“ იტალიიდან 3 დღის წინ ჩამოსულ საქართველოს მოქალაქესაც გაესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ქალაქ ბარიში, სადაც ის იმყოფებოდა, პანიკა არ ყოფილა და ის უფრო დედაქალაქ რომში, შეიმჩნეოდა. ამირან სარიშვილის თქმით, საქართველოში ჩამოფრენისას აეროპორტში, სხვა მგზავრებთან ერთად შეამოწმეს.

„ეტალონი“ მარკეტებსა და სუპერმარკეტებშიც იმყოფებოდა, სადაც უჩვეულო ხალხმრავლობა არ შეიმჩნეოდა. პანიკა არც მოქალაქეებში იგრძნობოდა, რომლებსაც სავაჭრო ობიექტებში გავესაუბრეთ:



„ჩემ გარშემო ადამიანებს პროდუქტები არ მოუმარაგებიათ, პანიკაში ნამდვილად არ ვარ. პირბადეები დიდი ხნის წინ მოვიმარაგე, კორონავირუსი მაშინ საერთოდ არ იყო, უბრალოდ გრიპის ვირუსისთვის ვიყიდე“, - გვითხრა მოქალაქემ, რომელიც სავაჭრო ცენტრში პირბადით გადაადგილდებოდა.



„კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირებაზე არანაირი რეაქცია არ მქონია. მშვიდად შევხვდი. პანიკა უფრო ბავშვებზე აქვთ, რომ სოფელში გაამწესონ. ბავშვებზე მაინც გვეშინია“, - აღნიშნული „ეტალონს“ კიდევ ერთმა მოქალაქემ უთხრა.

იხილეთ ასევე: 

პირბადის სწორად მოხმარების წესები - დაიცავით თავი ვირუსებისგან

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება