სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

თქვენთვის ღირს სიცოცხლე !!! თქვენთან ღირს სიცოცხლე !!! - ''ეტალონის'' ავტორის მიმართვა პროექტის საზეიმო ფინალის შემდეგ
29-06-2017
-
+


''ეტალონის'' ავტორისა და წამყვანის გოჩა ტყეშელაშვილის მიმართვა პროექტის საზეიმო ფინალის შემდეგ.


''თქვენთვის ღირს სიცოცხლე !!! . . . თქვენთან ღირს სიცოცხლე !!!

ახლა ვზივარ და ვფიქრობ, რა გითხრათ ისეთი, ჩემი ის შეგრძნებები და განცდები რომ გადმოგცეთ, რაც 24 ივნისს ბათუმში, „ეტალონის“ ფინალზე, თქვენმა გაცისკროვნებულმა თვალებმა მაგრძნობინეს . . . ანდა როგორ გადმოვცე თქვენი გულებიდან წამოსული ის სითბო, რომელსაც დღემდე ვგრძნობ და პასუხისმგებლობით მავსებს . . .

აქ სიტყვები უძლურია და ამიტომაც მინდა გთხოვოთ, ამ სიტყვების წაკითხვისას ჩემსავით ხელი მიიდოთ გულზე, ცოტა ხნით დადუმდეთ და თუ თქვენ გულისცემასთან ერთად ჩემს გულისცემას ოდნავ მაინც იგრძნობთ, ესე იგი ჩემი გულწრფელობა გაგრძნობინეთ . . .

ვკითხულობ თქვენს წერილებს, თვალს ვადევნებ „ფეისბუქზე“ მადლიერებით სავსე თქვენს სიტყვებს და დამერწმუნეთ, ადვილი არ არის ჩემი ყოფა, რადგან კიდევ უფრო მეტ ვალდებულებას ვგრძნობ ჩემი ქვეყნის და ჩემი ერის - თქვენს წინაშე !!!

იცით, რომ ძალიან მიყვარს სიტყვები: ოჯახი და თანამოაზრეები, რადგან ჩემი ოჯახის წევრები ჩემი იდეის, „ეტალონის“ თანამოაზრეებიც არიან. „ეტალონის“ იდეა კი, ერთი შეხედვით, სრულებით მარტივი, და ამავე დროს გენიალურიცაა და ერთ მოკლე წინადადებაში გამოიხატება - ბედნიერება ყველას სჭირდება !

ამიტომაც განსხვავებული ეროვნების, სოციალური მდგომარეობის, სხვადასხვა შესაძლებლობის, რელიგიური მრწამსის, პოლიტიკური გემოვნების, განსხვავებული ასაკის და ორივე სქესის „ეტალონის“ ერთგულ მეგობრებს, როგორც ჩემი ოჯახის წევრებსა და თანამოაზრეებს, მოგმართავთ - „ეტალონი“ საქართველოშია შექმნილი და ისტორიულად, როგორც ყველაფერს ქართულს, ძლიერსა და გენიალურს, მის განხორციელებასაც უამრავი სიძნელე ახლავს თან, მაგრამ ამის არ მეშინია, რადგან ერთგულ მხარდამჭერებად თქვენ მეგულებით !!!

ფინალს რომ კარგად ჩაევლო, გონებრივი, ფიზიკური და სულიერი ძალების მაქსიმალური მობილიზება დამჭირდა . . . აქვე პატარა საიდუმლოსაც გაგიმხელთ, წინა დღეებმა, იმ დღემ და შემდეგმა დღეებმაც დიდად იმოქმედა ჩემზე, - დღეს ავიწონე და მხოლოდ 67 კილოგრამიღა დავრჩენილვარ, მაგრამ მერწმუნეთ, შინაგანად იმ დღის შემდეგ გაცილებით მტკიცედ ვარ, ვიდრე ოდესმე . . . ამიტომაც, მზად ვარ, მოთმინებით და რწმენით, ყველა ის წინააღმდეგობა გადავლახო, რაც „ეტალონის“ მეტად გაძლიერებას, თუნდაც ტელეეთერში დაბრუნებას, დასჭირდება - მე, ხომ ერთგულ მხარდამჭერებად თქვენ მეგულებით!!!

. . . და ბოლოს, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა მოგახსენოთ ყველას ერთად და თითოეულ თქვენგანს ცალ-ცალკე და გავიმეორო ის სიტყვები, რითიც დავიწყე: 
თქვენთვის ღირს სიცოცხლე !!! . . . თქვენთან ღირს სიცოცხლე !!!

მომავალ შეხვედრამდე . . .''


შეგახსენებთ, რომ ''ეტალონის'' საზეიმო ფინალი ქალაქ ბათუმში, ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრში გაიმართა. 

გრანდიოზულ ღონისძიება-კონკურსში 83 ''ეტალონი მოსწავლე'' მონაწილეობდა. 

''ეტალონის'' გრანდიოზული ფინალი ბათუმის მერიისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება