სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

10 ინსპირაციული ციტატა მასწავლებლებისთვის, რომლებიც მუშაობაში ეხმარებათ - გამონათქვამებს პედაგოგები ასახელებენ
09-03-2020
-
+


საგანმანათლებლო პროექტმა - TED-ED-მა მასწავლებლებს შესთავაზა, დაესახელებინათ ციტატები, რომლებიც მათ მუშაობაში ეხმარება და კოლეგებისთვისაც ინსპირაციული იქნებოდა.


„ეტალონი“ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ: 

„მოსწავლე არ არის ჭურჭელი, რომელიც უნდა აავსო, ის ჩირაღდანია, რომელიც უნდა აანთო“ - პლუტარქე, ძველბერძენი ფილოსოფოსი.



„ადამიანები დაივიწყებენ - რა თქვით, ადამიანები დაივიწყებენ - რა გააკეთეთ, მაგრამ ისინი არასდროს დაივიწყებენ, რა აგრძნობინეთ“ - მაია ენჯელოუ, ამერიკელი მწერალი.



„ერთ წიგნს, ერთ კალამს, ერთ ბავშვს და ერთ მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს სამყარო“ - მალალა იუსუფზაი, პაკისტანელი უფლებადამცველი.



„მე არ დავმარცხებულვარ. მე ვიპოვე ათასი მეთოდი, როგორ არ უნდა გამოიგონო ნათურა“ - თომას ედისონი, ამერიკელი გამომგონებელი.



„ყველაფერი, რაც ჩვენ წინაა და ყველაფერი, რაც ჩვენ უკანაა, არაფერია იმასთან შედარებით, რაც ჩვენშია“ - რალფ ემერსონი, ამერიკელი ესეისტი.



„ცხოვრების აზრი იმაშია, რომ შენი საჩუქარი იპოვო, ცხოვრების მიზანი კი იმაშია, რომ ის გასცე“ - პაბლო პიკასო, ესპანელი მხატვარი.



„დაანთე ცეცხლი და იპოვე, ვისაც მოსწონს, როგორ იწვის ის“ - ჯალალედინ რუმი, პოეტი-სუფი.



„თუ ადამიანი თავდაჯერებული მიიწევს საკუთარი მიზნებისკენ, მას წარმატება სრულიად უჩვეულო და მოულოდნელ სიტუაციაში ეწვევა“ - ჰენრი ტორო, ამერიკელი მწერალი.



„თუ გუშინ დაეცით, მაშ, წამოდექით დღეს“ - ჰერბერტ უელსი, ინგლისელი მწერალი.



„რა შესანიშნავია, რომ არ გჭირდება დაელოდო შესაბამის მომენტს, რომ სამყაროს შეცვლა დაიწყო“ - ანა ფრანკი, საბავშვო მწერალი.



„ჩვენ ვართ ის, რისიც გვჯერა, რომ ვართ“ - კლაივ ლიუსი, ირლანდიელი მწერალი.



და თქვენს მოტივაციაზე, რომელი გამონათქვამი ახდენს გავლენას?! - კომენტარებში დაასახელეთ თქვენთვის საყვარელი და შთამგონებელი ციტატები. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პიროვნება

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

პედაგოგებმა ბავშვებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს

გასვლითი გაკვეთილის მიზანი იყო, იმერეთის ნაკლებადცნობილი ღირშესანიშნაობის ადგილზე მონახულება და შემეცნება

„დიდი მადლობა ჩვენი სკოლის ფასილიტატორს, რუსუდან ლომთაძეს დაუღალავი შრომისა და მხარდაჭერისთვის!“

მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სიწმინდე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება