სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭითაწყარის საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ შეჯიბრში გაიმარჯვა
21-02-2020
-
+


ჭითაწყარის საჯარო სკოლის გუნდმა მუნიციპალიტეტში გამართულ ინტელექტუალურ შეჯიბრში გაიმარჯვა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ცაიშის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი „ადგილობრივი თვითმმართველობა“ გაიმართა. 

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა დიდინეძის, ჭითაწყარის, ცაიშის, ოქტომბერის, ჯუმის, ურთის, ახალსოფლისა და შამგონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს, სადაც გამარჯვებული ჭითაწყარის საჯარო სკოლის გუნდი „ფენიქსი 1“ გახდა. გუნდის კაპიტანი: გიგა ბერულავა.

ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მოადგილე ბესიკ ჭეჟია, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე თამუნა ჯიქია, მერის მოადილე კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს წევრები, პედაგოგები, საკრებულოს, მერიის წარმომადგენლები და გუნდების გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

„აი, დადგა ის დღეც როდესაც ჭითაწყარის საჯარო სკოლამ საპატიო ადგილი დაიკავა მთელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის დირექტორს ქალბატონ მანანა ვართაგავას. ჩვენს სამოქალაქოს მასწავლებელს ქალბატონ მარინე გრიგოლიას. მათი დამსახურეობა, რომ დღეს ჩვენ ასეთი წარმატებულები ვართ.

ასევე უდიდესი პატივისცემისვის და ამხელა დაფასებისვის მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ ირაკლი ჯანაშიას, ჭითაწყარის გამგებელს ბატონ ბადრი დარასელიასა და მის მოადგილეს ბატონ დამირ ჩილაჩავას.

უდიდესი მადლობა თამუნა ჯიქიას, ეკატერინე კიფაიასა და ზუგდიდის მერის მოადგილეს და მუნიციპალიტეტის საკრებულის თავჯდომარე ბატონ მამუკა ძოწერიას.

გუნდის წევრები: მარიამ ბერულავა, დათო კალიჩავა, ანა თოლორაია, სალომე ჯიქია, მარიამ კობახიძე. გუნდის კაპიტანი: გიგი ბერულავა",-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

ინტელექტუალური ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს პარლამენტის წევრი - მერაბ ქვარაიას ბიუროს მხარდაჭერით ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება