სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონში“ მონაწილეობა ჩვენი ბავშვებისთვის განსაკუთრებული სტიმულია“ - აჟარის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
17-02-2020
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით თბილისის N106 საჯარო სკოლაში ჩატარდა. 

ღონისძიებას აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი საკრებულოს წარმომადგენელი კუკური უმფრიანი, აჟარის გამგებლის მოადგილე ხვანთქარ დევდარიანი, აჟარის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ზურა გუჯეჯიანი, აჟარის რესურსცენტრის წარმომადგენლები მაია კორძაია და ვიალეტა ჩოფლიანი, N106 საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ გულორდავა და მონაწილეთა გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

„ეტალონს“ საქვეყნო პროექტს უწოდებს აჟარის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ხვანთქარ დევდარიანი:

„ეტალონი“ ეროვნული პროექტია, მინდა წარმატებები ვუსურვო და მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩას და მთელს შემოქმედებით ჯგუფს. ჩვენი წლევანდელი გამარჯვებული ძალიან ნიჭიერი ბავშვია. მჯერა, რომ ის მომავალშიც წარმატებული იქნება და აუცილებლად გვასახელებს“.

„ეტალონში“ მონაწილე ყველა ბავშვი გამარჯვებულია - ასეთია აჟარის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ზურა გუჯეჯიანის მოსაზრება პროექტზე: 

„ეტალონი“ არაჩვეულებრივი პროექტია, მადლობას ვუხდი მის შემქმნელებს. აქ არ არსებობს გამარჯვებული და დამარცხებული, რადგან მონაწილეობის მიღება უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. წარმატებებს ვუსურვებ ანა არღვლიანს და მჯერა აუცილებლად გვასახელებს.“

აჟარის რესურსცენტრის წარმომადგენელის მაია კორძაიას შეფასებით, მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის პროექტში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია:

„მადლობას ვუხდი ბატონ გოჩას, რათა აჟარის მოსახლეობასაც ეძლევა შანსი პროექტში მიიღოს მონაწილეობა. ბავშვებისთვის ეს მართლაც დიდი სტიმულია. წარმატებეს ვუსურვებ ანას და ყველა მონაწილეს“.

„აჟარის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვება ანა არღვლიანისთვის მოულოდნელი და ემოციური იყო:

„ძალიან ვნერვიულობდი. „ეტალონში“ წინა წლებშიც ვიღებდი მონაწილეობას და ახალ უფრო მხნედ ვიყავი, რადგან გამოცდილებამ მასწავლა, რომ წარმატების მისაღწევად მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა იყო და შენი თავის გჯეროდეს. მადლობას ვუხდი პროექტის შემქმნელებს და აჟარის მუნიციპალიტეტს რათა საშუალება მომცეს ჩემი შესაძლებლობების გამომევლინა“.

„ეტალონში“ მონაწილეობას შემდეგ წელსაც აუცილებლად აპირებს მეორე ადგილოსანი მარიამ ბერაძე: 

„მეორე ტურში გადასვლის შესახებ რომ გავიგე, აქტიურად ვემზადებოდი. ამ პროექტში მონაწილეობა და მეორე ადგილის დაკავება ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. უკვე მესამე წელია მონაწილეობას ვიღებ, შარშან მესამე ადგილი დავიკავე, წინ მივიწევ და იმედი მაქვს, რომ შემდეგ წელს გავიმარჯვებ კიდეც. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი ბატონ გოჩას“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება