სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონმა“ ძალიან დიდი სიხარული მომანიჭა“ - ამბროლაურში „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
12-02-2020
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ამბროლაურის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში ჩატარდა.

ღონისძიებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით მხეიძე, ამბროლაურის რესურსცენტრის უფროსი კახა რეხვიაშვილი,  ამბროლაურის რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის  დავით მხეიძის შეფასებით, „ეტალონი“ მომავალ თაობას სტიმულს აძლევს:

„ეტალონი“ ნამვილად წარმატებული პროექტია, ჩვენი მუნიციპალიტეტი ყოველთვის აქტიურად არის ჩართული. განათლება არის გარანტი ბავშვების ნათელი მომავლისა. ამიტომ მსურს, რომ ყველა ჩაერთოს მსგავს პროექტებში. მადლობას ვუხდი ბატონ გოჩასა და მთელს „ეტალონის“ გუნდს, ამბროლაურის მერია ყოველთვის მხარდამჭერი იქნება ამ პროექტის“. 

ამბროლაურის რესურსცენტრის უფროსი კახა რეხვიაშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს და გამარჯვებულს ფინალზე წარმატებებს უსურვებს:

„ეტალონი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ბავშვთა ცოდნის გაღრმავებას, განვითარებას, მათი მოტივაციის ამაღლებას. ჩვენი მუნიციპალიტეტიდან დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 19 საჯარო სკოლის მოსწავლემ. აღსანიშნავია, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლის ბავშვები აქტიურად არიან ჩართულნი და წარმატებასაც მიაღწიეს. გამარჯვებულს ვულოცავ და ფინალურ ეტაპზე ღირსეულ ასპარეზობას ვუსურვებ“. 

ლიხეთის საჯარო სკოლის დირექტორი სოფიო ლობჯანიძე თავისი მოსწვალის გამარჯვებით გამოწვეულ ემოციებს ვერ მალავს:

„ცამდე ვარ აღვსილი სიხარულით, ემოციებს ვერ ვმალავ ბედნიერებისგან. ნიკოლოზ ბენაშვილზე მინდა ვთქვა, რომ არის ძალიან წარმატებული, ნიჭიერი, ზრდილობით გამორჩეული ახალგაზრდა. დღეს მან ეს ნამდვილად დაამტკიცა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გოჩას და „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს, ბავშვებს თავის წარმოჩენაში რომ ეხმარებიან“.

„ამბროლაურის ეტალონი მოსწავლე“ ლიხეთის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ნიკოლოზ მელაშვილი გახდა:

„ეტალონმა“ ძალიან დიდი სიხარული მომანიჭა. პირველი ტურის შემდეგ აქტიურად ვემზადებოდი. ეს ჩემთვის მოტივაციაა, რომ ფინალში შევძლო თავის გამოჩენა. სხვა ბავშვებს ვურჩევ, აუცილებლად მიიღონ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა და რაც მთავარია არ დანებდნენ“. 

ჟოშხის "ეტალონი მასწავლებელი" ნინო ჯაფარიძე მეორე ადგილოსან ლიზი ავეტიანცს ახასიათებს: 

„მადლობა მინდა გადავუხადო პროექტ „ეტალონს“ და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებ. ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემმა მოსწავლემ მეორე ადგილი მოიპოვა, ნამდვილად კარგი მოსწავლეა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მისი ნათელი მომავლისკენ გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია“.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ და პედაგოგთა თბილმა დახვედრამ ბავშვებს ლამაზი ემოციები აჩუქა

სასწავლო პროცესის განახლებას სკოლის დირექცია და პედაგოგები სრული მზადყოფნით შეხვდნენ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება