სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ საუკუნის პროექტად შეგვიძლია შევაფასოთ“ - მცხეთაში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი ჩატარდა
05-02-2020
-
+


4 თებერვალს მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

26 თებერვალს II ტური გაიმართება, რომელიც მუნიციპალიტეტის „ეტალონ მოსწავლეს“ გამოავლენს.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა:

მცხეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ბექა იორდანაშვილი:

„ეტალონი“ ყოველთვის მაღალ დონეზე ტარდება და ჩვენი მოსწავლეები მოტივირებულები არიან. ზოგადად, ჩართულობა ძალიან მაღალია როგორც სასკოლო და რაიონულ დონეზე, ასევე დასკვნით ეტაპზე. „ეტალონის“ ყველა ეტაპი კონკურენტუნარიანია ხოლმე.

ჩემი აზრით, „ეტალონი“ უმნიშვნელოვანესი პროექტია, რადგან ჩვენს სასკოლო სისტემაში არაფორმალური განათლების კუთხით შემოაქვს უმნიშვნელოვანესი მოტივაცია  და ნებისმიერი ასეთი შესაძლებლობა ბავშვებისთვის სასიცოცხლოა. მოსწავლეები საკუთარ თავს, ნიჭს ავლენენ, ქვეყანასაც წარმოაჩენენ. „ეტალონი“ საუკეთესო გზაა, რომ წარმატებისკენ გზა გაიკვალონ. ამ შანს ჩვენი მოსწავლეები ინტენსიურად მონაწილეობენ და „ეტალონიც“ ტრადიციად იქცა. მოლოდინი მაქვს, რომ წელსაც გვასახელებენ“.

მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი შორენა არჯევანიძე: 

„ეტალონის“ ტესტირებამ კარგი განწყობით ჩაიარა. აქტიურობა წელს განსაკუთრებულად დიდი იყო. იმედი გვაქვს, რომ შედეგები საუკეთესო იქნება და ბევრი მოსწავლე გადავა მეორე ტურში.

ჩვენ მრავალი წელია „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ. მე როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი კიდევ ერთხელ და მრავალგზის დიდ მადლობას ვუხდი „ეტალონს“. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ერთ-ერთი გამორჩეულია საგანმანათლებლო სფეროში და საუკუნის პროექტად შეგვიძლია შევაფასოთ.“

ძალისის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გათენაშვილი:

„მოსწავლეები „ეტალონის“ პირველი ეტაპის ტესტირებით კმაყოფილები არიან. უდიდესი მოტავიაცია აქვთ, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ. „ეტალონი“ ბავშვებისთვის ძალიან კარგი პროექტია. ტესტებში ზოგადი განათლების საკითხებიცაა და საგნობრივ განათლებასაც ითვალისწინებს, რაც ძალიან კარგია. ვნახოთ, შემდეგ ეტაპზე რა შედეგები იქნება“.

ძალისის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო შერმაზანაშვილი: 

„ეტალონის“ პირველ ეტაპზე აქტიურობა კარგი იყო. მოსწავლეები მოტივირებულები არიან. „ეტალონი“ სასკოლო ცხოვრებაში საინტერესო პროექტია, რადგან მოსწავლეებისთვის წამახალისებელი და საინტერესოა“.

მცხეთის N1 საჯარო სკოლა დირექტორი ვერიკო მაჩხანელი: 

„მოსწავლეთა აქტიურობა კარგი იყო. ჩვენთან ტესტირება ონლაინ ჩატარდა. საბოლოო ჯამში, მოსწავლეები კმაყოფილები არიან. ქულების მაჩვენებლი მომდევნო ტურში გადასვლის მოლოდინს მიჩენს, თუმცა არ ვიცი, ზოგადად რეიტინგები როგორ იქნება. 

„ეტალონი“ ბავშვებისთვის სტიმულია, რომ საკონკურსო პირობებში თავიანთი ძალები გამოსცადონ. „ეტალონი“ კარგია მათი განვითარებისთვის“.

მცხეთის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი დიანა დვალიშვილი:

„ეტალონის“ ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა, მოტივაცია და ინტერესი დიდი იყო. 54 მოსწავლე იყო დარეგისტრირებული და აქედან მხოლოდ 4 მოსწავლე ვერ გამოცხადდა იმის გამო, რომ ვირუსი ჰქონდათ.

„ეტალონს“ ძალიან დადებითად შევაფასებდი, რადგან მოსწავლეებს უფრო მეტი ინტერესი და მოტივაცია უჩნდებათ, რომ დამატებითი ლიტერატურა იკითხონ და არასასკოლო მასალებით ცოდნა გაიღრმავონ“.


წეროვნის N3 საჯარო სკოლის დირექტორი რამინ ჩიტიშვილი:

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეების აქტიურობა მაღალი იყო. „ეტალონისადმი“  მოსწავლეების ინტერესი დიდია და ჩემპიონატს  ძალიან პოზიტიურად  ვაფასებ. ვნახოთ, შემდეგი ეტაპისთვის რა შედეგები გვექნება. მოსწავლეებს წარმატებებს ვუსურვებ“.

წეროვნის N3 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაკა ქენქაძე: 

„ტესტი 31-მა მოსწავლემ დაწერა. მოსწავლეები დაინტერესებულები იყვნენ და განსაკუთრებით ისეთებმა იაქტიურეს, ვინც სასკოლო პროგრამებს კარგად სწავლობს. შარშან რეგიონის სამეულში ჩვენი მოსწავლე მოხვდა და წელსაც დიდი ინტერესი აქვთ, მომდევნო ტურში გადავლენ თუ ვერა“.

ქსნის საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ჭოტორლიშვილი:

„მოსწავლეების მაღალი აქტივობა გვქონდა და ტესტირებით კმაყოფილები დარჩნენ. შეკითხვები არ გაურთულდათ, ტესტირებიდან ძალიან კარგ ხასიათზე გამოვიდნენ. ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. 

ბავშვებისთვის  ყველანაირი ჩემპიონატი კარგია და მითუმეტეს „ეტალონი“ ისეთ საქმეს აკეთებს, ყოველ წელს რომ ერთგულად ემსახურება ბავშვთა ცოდნა-განათლებას. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია“.

„ეტალონის“ პედაგოგი ნანა ქუმსიაშვილი: 

„ეტალონის“ ტესტირებამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. დიდი მოლოდინები გვქონდა, ვნახოთ რა იქნება. „ეტალონმა“ სკოლა გამოაცოცხლა. ჩემპიონატისადმი ძალიან დადებითად ვარ განწყობილი. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, საინტერესო და შედეგის მომტანი პროექტია საქართველოში“.

ქსოვრისის საჯარო სკოლის დირექტორი ლია ხაჩირაშვილი:

„ტესტირებით ბავშვები ძალიან კმაყოფილები იყვნენ. აქტიურობაც ძალიან კარგი იყო. 16-მა მოსწავლე მონაწილეობდა და ყველამ თავისი სურვილით მიიღო მონაწილეობა. ტესტირება მშვიდ გარემოში, სამართლიანად და ობიექტურად, ყველა ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით ჩატარდა.

„ეტალონს“ ძალიან დადებითად ვაფასებ. ვთვლი, რომ ძალიან კარგი პროექტია“.

​ქსოვრისის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი შორენა პავლიაშვილი: 

„ეტალონის“ ტესტირებაში 16-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ტესტირება დავიწყეთ და დავასრულეთ განსაზღვრულ დროს. აქტიურობა კარგი იყო.

„ეტალონის“ ჩემპიონატი მეც, პედაგოგებსაც და ბავშვებსაც მოგვწონს და შესაბამისად ჩართულები ვართ. დღეს ბავშვები კმაყოფილები იყვნენ და ვნახოთ, როგორი შედეგები ექნებათ. წარმატებებს ვუსურვებ მათ“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 8 მარტია - რომელ რეგიონებში სურს ახალი კადრების მიღება მანდატურის სამსახურს

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება