სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რას აკეთებთ კვირას ორშაბათისთვის? - მარტივად შესასრულებელი გეგმა ყველა მასწავლებელს
08-11-2020
-
+


მასწავლებლებო, საკუთარი თავისთვის გიკითხავთ რა უნდა გააკეთოთ კვირას, ორშაბათს სკოლისთვის მზად რომ იყოთ? თუ არა, „ეტალონი“ გაგიზიარებთ რჩევებს, რაც კვირის დასაწყისს თქვენთვის სასიამოვნოს გახდის და სწავლებასაც უფრო ენერგიულად შეუდგებით.

მოემზადეთ პარასკევს, კვირა თქვენი იქნება

ორშაბათისთვის მომზადება და ზოგადად, მთელი კვირის დაგეგმვა ყველა მასწავლებელს სჭირდება, თუმცა ყველასვე უნდა კვირა დღე თავისუფლად გაატაროს. მასწავლებლებისთვის პარასკევი შუადღის შემდეგ და საღამო სასკოლო საქმეებისგან სრულიად მოწყვეტილია ხოლმე, ამიტომ შეგიძლიათ მომავალი კვირა ამ დროს დაგეგმოთ. გაკვეთილების შემდეგ სკოლაში დამატებით დარჩით და ორშაბათისთვის ადგილზე მოემზადეთ. ასე შაბათ-კვირას განტვირთვას შეძლებთ და თქვენს საქმესაც ეფექტურად შეასრულებთ.  

მომდევნო კვირისთვის პარასკევს მომზადება იდეალური ვარიანტია, თუმცა თუ ეს შესაძლებლობა უკვე გაშვებული გაქვთ და პარასკევს არაფერზე გიზრუნიათ, გაეცანით დღეს მოსამზადებელ „საქმეებს“:

უნდა გააკეთოთ/შეიძლება გააკეთოთ

კვირას დაჯექით და მომდევნო კვირის გეგმა დაწერეთ. პუნქტებს მიაწერეთ, „აუცილებლად გასაკეთებელი“ და „სავარაუდოდ გასაკეთებელი“ იმის მიხედვით, დედლაინები როგორ გაქვთ.

ტანსაცმელი შეარჩიეთ

პედაგოგთა მრჩეველთა გუნდები გირჩევენ, რომ კვირასვე დაგეგმოთ რას ჩაიცვამთ მთელი კვირის განმავლობაში ან სულ მცირე ორშაბათსა და სამშაბათს. შეგიძლიათ ეს ტანსაცმელი კარადაში ცალკე გადაალაგოთ, ძებნა რომ არ დაგჭირდეთ.

ჩანთა ჩაალაგეთ

სკოლაში რა ნივთები დაგჭირდებათ წინასწარ გათვალეთ ​ და ჩანთა კვირას საღამოს ჩაალაგეთ. სასიამოვნო იქნება, როცა დილით ყველა კუთხეს არ მიადგებით და უბრალოდ ჩანთა გექნებათ ასაღები.

ტვინი, სხეული და სული დაასვენეთ

„კვირა ჩემთვის არის დრო, რომ დავისვენო: სპორტ დარბაზში, კინოსა და თეატრში წავიდე, გავისეირნო,  წიგნები წავიკითხო, დავიძინო ან საყვარელი საჭმელი მივირთვა“, - ამბობს პედაგოგი სარა ვილი. თუ თქვენც გაითვალისწინებთ მის გამოცდილებას და კვირას განტვირთვისთვის რაიმე აქტივობა გექნებათ, უფრო მხნედ იგრძნობთ თავს. 

საჭმელი მოამზადეთ

შეიძლება გაგეღიმოთ, მაგრამ კვირას ორშაბათის საჭმელზეც უნდა ფიქრობდეთ. ორშაბათს დილით რას შეჭამთ წინასწარ მოიმზადეთ, რომ სკოლაში წასვლისას ჭამის, განსაკუთრებით ჯანსაღი კვების პრობლემით, არ ითრგუნებოდეთ.

თქვენ რას აკეთებთ კვირას? ...

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება