სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„მოსწავლეებთან ახალ წლამდე ნუ გაიცინებთ“ - რა შეცდომებს უშვებენ პედაგოგები მოსწავლეებთან?
15-11-2020
-
+


მასწავლებლები თავიანთ პროფესიას იმიტომ ირჩევენ, რომ უნდათ საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებები შეიტანონ. თუმცა დამწყებ მასწავლებლებსაც და გამოცდილებსაც სჭირდებათ დაბრკოლებებს თავი აარიდონ, რამაც მათ სამსახურს ართულებს.

რა შეცდომებს უნდა აარიდოთ თავი?

  • მოსწავლეებთან გადაჭარბებული მეგობრობა
დამწყებ მასწავლებლებს უნდათ, რომ მოსწავლეებს შეუყვარდეთ და ამის გამო მოგვიანებით დისციპლინური პრობლემები ექმნებათ. მოსწავლეებთან დამეგობრება თქვენთვის ამოსავალი წერტილი თუ იქნება, კლასის კონტროლს დაკარგავთ. თქვენ მათგან პატივისცემის მოპოვებას უნდა შეეცადოთ და მეგობრული ურთიერთობა დააბალანსოთ.

  • სისუსტე დისციპლინაში
მასწავლებლები ახალ სასწავლო წელს დისციპლინის ცუდი გეგმით იწყებენ ან გეგმა საერთოდ არ აქვთ. ალბათ, გაგიგიათ ფრაზა „მოსწავლეებთან ახალ წლამდე ნუ გაიცინებთ“- ეს შეიძლება უკიდურესად ჟღერდეს, მაგრამ ნამდვილად სწორად უნდა გათვალოთ მოსწავლეებთან როდის და რაზე უნდა გაიცინოთ.

  • მშობლებთან მინიმალური კომუნიკაცია
პედაგოგებისთვის მშობლებთან ურთიერთობა ხანდახან დამაფრთხობელია. მათთვის რთულ მშობლებთან კომუნიკაცია „რადარის ქვეშ ფრენას“ ჰგავს და ამ დროს პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ კონფრონტაციას თავი აარიდონ. მასწავლებლებმა უნდა გააანალიზონ, რომ მშობლებთან ხშირი კომუნიკაცია მოსწავლეებთან მუშაობას გაუმარტივებს და ამას რთულ მშობლებთანაც უნდა შეეცადონ.

  • ჭორებს თავი აარიდეთ
როგორც ყველა სამუშაო ადგილზე, სკოლაშიც შეიძლება გაიგოთ კოლეგებისგან ერთმანეთის ლანძღვა, ერთმანეთთან დაპირისპირებები. არასოდეს უნდა აჰყვეთ ჭორებს, ყველასთან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეთ და მთელი ფოკუსი მოსწავლეებსა და თქვენს პროფესიულ განვითარებაზე გქონდეთ.

  • პროფესიული წინსვლის შეჩერება
იმის ნაცვლად, რომ სასკოლო ინტრიგებში ჩაერიოთ, ჯობს დრო საინტერესო შეხვედრებზე სიარულში, კონფერენციებში მონაწილეობასა და სხვადასხვა პროგრამებში ჩართვისთვის დახარჯოთ.




  • მუშაობით გადაწვა
მასწავლებელი გადაჭარბებული მუშაობით შეიძლება „გადაიწვას“. წარმოიდგინეთ, რომ ეს სანთლის ორივე მხრიდან წვას ჰგავს. ამიტომ ეფექტურად და მონდომებით იმუშავეთ,თუმცა სახლში დროულად წადით და დრო ოჯახთან და მეგობრებთან გაატარეთ. თქვენს მასწავლებლებს მხიარული, განტვირთული პედაგოგი სჭირდებათ!

  • დახმარება ითხოვეთ!
მასწავლებლები ხანდახან ძალიან ამაყები არიან და დახმარების თხოვნა არ უნდათ. გახსოვდეთ, როდესაც თქვენი საქმე ამას მოითხოვს, დახმარება სთხოვეთ ყველას, ვისაც თქვენთვის რამის გაკეთება შეუძლია.

  • ოპტიმისტები იყავით
დამწყები მასწავლებლების პლუსია, რომ ისინი მოტივირებულები, ოპტიმისტები არიან და ფიქრობენ, რომ მსოფლიოს შეცვლიან. ეს გამოცდილ პედაგოგებს ხშირად აკლიათ, რაც ძალიან ცუდია.

  • ძლიერები იყავით
არავინ არის სრულყოფილი. გამოცდილი მასწავლებლებიც ხშირად უშვებენ შეცდომებს. თქვენს თავს შეცდომები აპატიეთ, ეს უფრო გაგაძლიერებთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება