სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რომელი ნივთების შეტანა არ შეუძლიათ მოსწავლეებს სკოლაში? - აკრძალვები
02-02-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში საჯარო სკოლებიდან 651 აკრძალული ნივთი ამოიღეს. რას ნიშნავს აკრძალული ნივთი და რომელი ნივთების შეტანა არ შეუძლიათ მოსწავლეებს სკოლაში, ამას კანონი არეგულირებს. 

იხილეთ აკრძალული ნივთების სია: 

• დაუშვებელია სკოლაში თამბაქოს ნაწარმის შეტანა, ასევე დაუშვებელია სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება. 
• იკრძალება ყველანაირი სახის იარაღი ან ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება იარაღად გამოიყენონ;
• დაუშვებელია სანთებელა ან ასანთი;
• ალკოჰოლური საშუალებები;
• ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
• ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;
• აზარტული თამაშის საშუალებები;
• უხამსობის ამსახველი ნივთები;
• ნარკოტიკული საშუალებები;
• ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები;
• ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ აკრძალული ნივთების ამოღება და სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნაა. 

აკრძალული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში მოსწავლის სახელზე ივსება დარღვევის აღრიცხვის ფურცელი, რომელიც რეაგირებისთვის დირექციას გადაეცემა. 

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბასრი იარაღის ან ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის შემთხვევაში საქმეში ერთვება უბნის ინსპექტორიც. 

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

თუ სასკოლო ფორმას დააზიანებს ბავშვი - მშობელს ხელახლა ყიდვა მოუწევს

ვინ ჩააბარებს ექსტერნატის გამოცდას?  - რა უნდა გაითვალისწინოთ სასწავლო წლის ბოლოს

ცნობილია, რომელი სკოლების შესახებ იმსჯელებს ავტორიზაციის საბჭო

პიროვნება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება