სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„პატარა ჭკუის კოლოფი“ - 3 წლის გენიოსი, რომელიც მაღალი IQ-ს მქონეთა შორის ყველაზე პატარაა
27-01-2020
-
+


ბრიტანეთში მცხოვრები 3 წლის მალაიზიელი ბიჭი, მენსის საზოგადოების ყველაზე ახალგაზრდა წევრია.

მსოფლიოს უდიდესი და უძველესი მენსის საერთაშორისო ორგანიზაცია მაღალი IQ-ს მქონე ადამიანებს აერთიანებს.

10 წლამდე მოზარდების შემთხვევაში ბავშვის IQ-ს ქულას ფსიქოლოგი აფასებს. მენსის IQ ტესტის შეკითხვები მათემატიკას, კითხვას, მეხსიერებას და ლოგიკურ აზროვნებას აერთიანებს.

„ის ცხადად ბრწყინვალე ახალგაზრდაა და ჩვენ ნასიამოვნები ვართ, რომ მას ვმასპინძლობთ“, - განაცხადა ბრიტანული მენსის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

როგორც ორგანიზაციის ვებსაიტზე ვკითხულობთ, ადამიანი მენსის წევრი რომ გახდეს, აუცილებელია საუკეთესო IQ-ს მქონე მოსახლების 2%-ში მოხვდეს.

პატარა მუჰამედ ჰარის ნაძიმის დედა, ინგლისში, დარემში მცხოვრები ინჟინერი ქალბატონი ამბობს, რომ მისმა ოჯახმა მენსის წევრობამდეც იცოდა, რომ ის განსაკუთრებული ბავშვი იყო. მისი თქმით, სკოლის შემდეგ მათემატიკისა და კითხვის პროგრამაზე მან ორივე საგანში საპატიო მოსწავლის სტატუსი მიიღო. პატარა გენიოსს, რომელიც სხვა ყველა სტანდარტით ჩვეულებრივი ბავშვია, დედა „პატარა ტვინის ყუთს“ უწოდებს.

როგორც დედა ამბობს, ბიჭს ხატვა, წიგნების კითხვა და სიმღერა უყვარს. ოჯახი მისით ამაყობს და ბედნიერია.

„ის მხოლოდ აკადემიურ საგნებში არ არის კარგი. როგორც სხვა ბავშვებს, მასაც უყვარს თამაში. ვიცით, რომ ის მომავალში საზოგადობას ბევრს მოუტანს“, - ამბობს დედა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება