სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

5 ფილმი, რომელიც გაგახსენებთ, რატომ გახდით მასწავლებელი
23-01-2020
-
+


ჩვენ შევარჩიეთ 5 საუკეთესო ცხოვრებისეული ისტორია მასწავლებლებზე. ამ ფილმების გმირები პროფესიის ერთგულებით, სიყვარულითა და მოსწავლეთა პატივისცემით აღგვაფთოვანებენ.

ეს ჩამონათვალი ყველა პედაგოგს გაგახსენებთ, რატომ გახდით მასწავლებელი. მაშ ასე, ჩაინიშნეთ ეს სია: 

„თავისუფლების მწერლები“ (Freedom Writers)

ფილმი ამერიკელი მასწავლებლის ერინ გრუველის წიგნის - „თავისუფალი მწერლების დღიური“ მიხედვით შეიქმნა. წიგნში აღწერილია რეალური ისტორია, რომელიც Wilson Classical High School-ში მოხდა.

ფილმი შეგვახსენებს, რომ ნამდვილი მასწავლებელი, ეს არის პედაგოგი, რომელსაც შეუძლია საერთო ენის გამონახვა ყველასთან, მათ შორის ისეთ უფროსკლასელებთან, რომლებსაც დანარჩენები უმართავებად და უიმედოებად მიიჩნევენ.

„დიდი მოკამათეები“ (The Great Debaters)



შესანიშნავი ფილმი, რომელსაც ტეხასში დიდი დეპრესიის პერიოდში გადავყავართ. მასწავლებელი და დებატების ტრენერი მელვინ ტოლსონი შავკანიანებისთვის განკუთვნილ უაილის კოლეჯში მუშაობს და ცდილობს მის მოსწავლეთა გუნდს სამხრეთის შტატებში თეთრკანიან მოსწავლეებთან ერთად გამოსვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ. 

ფილმი გვახსენებს, რომ მასწავლებელი არის ის, ვინც საკუთარი იდეის და მოსწავლეების რწმენას არ კარგავს, მაშინაც კი თუ მოსწავლეები საკუთარ ძალებში ეჭვის შეტანას იწყებენ.

„იპოვო ფორესტერი“ (Finding Forrester)


მამოტივირებელი და ცოტა სევდიანი ფილმი ნიჭიერ უფროსკლასელზე, რომელსაც ერთნაირად აინტერესებს კალათბურთი და ლიტერატურა. მისი მენტორი სკოლასთან ახლოს მცხოვრები უცნაური მოხუცი ხდება, რომელიც პულიტცერის პრემიის ცნობილი ლაურეატი უილიამ ფორესტერია. 

მართალია მთავარი გმირი მასწავლებელი არ არის, მაგრამ ეს ფილმი შეგვახსენებს მასწავლებლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვალეობას - ბავშვში ნიჭიერების აღმოჩენას და მისი განვითარებას.

„იმპერატორის კლუბი“ (The Emperor's Club)



დრამა ახალგაზრდა თაობის აღზრდაში დაშვებულ შეცდომას აღწერს. ის ეფუძნება რეალურ ისტორიას მასწავლებლისა, რომელმაც საყვარელ მოსწავლეში მატყუარა ვერ ამოიცნო. ამ შეცდომამ კი მისი ცხოვრების შემდგომ 25 წელზე მოახდინა გავლენა.

ფილმი შეგვახსენებს, რომ დიდი მასწავლებლებიც კი უშვებენ შეცდომებს. რა რჩება ამის შემდეგ? სიტუაციის გაანალიზება, დასკვნების გაკეთება და მუშაობის გაგრძელება.

„შეინარჩუნე რიტმი“ (Take the lead)



რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული კიდევ ერთი ფილმი. ამერიკაში ცნობილი პროფესიონალი მოცეკვავე პიერ დულეინი ნიუ-იორკის სკოლაში ცეკვის მასწავლებლად მუშაობას თანხმდება.

პიერი ცდილობს სამეჯლისო ცეკვები შეაყვაროს პრობლემური მოზარდების ჯგუფს, რომლებსაც გაკვეთილების შემდეგ ტოვებენ. მოსწავლეებთან მიდგომის მოსაძებნად, მასწავლებელი მათი გატაცებებით დაინტერესებას იწყებს.

ფილმი გვახსენებს: იმისთვის, რომ დადებით აღმზრდელობით ეფექტს მიაღწიო, ხანდახან ღირს გამოცდილება და უფროსი თაობის კლასიკური მიდგომა მოზარდებისთვის დამახასიათებელ ენთუზიაზმს და ორიგინალურობას შეურწყა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება