სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეჩერდა თუ არა ახალი სკოლის მოდელი? - განათლების სამინისტროს განმარტება გავრცელებულ ინფორმაციაზე
21-01-2020
-
+


ახალი სკოლის მოდელი სამინისტრომ ამ კვირაში შეაჩერა - აღნიშნულის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა მარიამ რამინაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ პროექტის შეჩერება წინასწარ არ იყო გათვლილი, ის ვიღაცის ინტერესს შეეწირა.

მისივე ვარაუდით, ახალ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს არ მოსწონს ეს პროექტი, ან სხვა პრიორიტეტები გამოუჩნდა სამინისტროს.

„ახალი სკოლის მოდელი, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტში 25 მილიონით დამტკიცდა და იყო გრძელვადიანი, რომელშიც ამდენი თანხა დაიხარჯა და გათვლილი იყო, რომ საგანმანათლებლო პროცესს მიეღწია მაღალი დონისთვის,ზუსტად ამ კვირაში შეჩერდა.

ისე შეჩერდა, რომ  წინასწარ არც ის იყო განსაზღვრული რა პერიოდში უნდა შეჩერებულიყო, ვინ გაზომა ეს შედეგები, დადებითი იყო თუ უარყოფითი. შეჩერდა უბრალოდ იმის გამო, რომ  ვიღაცის ინტერესში იყო ან თანხების სხვაგან გადასროლა, ან ახალ მინისტრს აღარ მოწონს ეს პროექტი და ამიტომ ეს ყველაფერი გაჩერდა“, - განაცხადა მარიამ რამინაშვილმა.

ინფორმაციის დაზუსტებისთვის etaloni.ge განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაუკავშირდა.  როგორც უწყების წარმომადგენელმა განგვიცხადა, პროექტი არ ჩერდება და პირიქით მისი გაფართოება იგეგმება.

„ახალი სკოლის მოდელი არ შეჩერებულა, პირიქით ვგეგმავთ რომ პროექტი კიდევ უფრო მეტად გავაფართოოთ. ამაზე ვმუშაობთ, როგორ და რა კუთხით გაფართოვდება, ამას უახლოეს პერიოდში დავაანონსებთ“, - განგვიცხადეს უწყებაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება