სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სათამაშოების ხარისხს გააკონტროლებენ - რამდენი ათასით დაჯარიმდებიან საშიში პროდუქციის იმპორტიორები?
15-01-2020
-
+


იანვრის ბოლოდან სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება და შედეგად, ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები პროდუქციის თანდართულ დოკუმენტაციასა და ხარისხს შეამოწმებენ.

ეკონომიკის სამინსიტროს ინფორმაციით, თუკი გაჩნდება ეჭვი, პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ნიმუში ლაბორატორიაში გადაიგზავნება. თუმცა, ერთი წლის განმავლობაში საშეღავათო პერიოდი იქნება და სანქციები არ იმოქმედებს; კომპანიებს მხოლოდ დარღვევების გამოსწორების რეკომენდაციები მიეცემა, რომელთა შესრულებასაც ზედამხედველი ორგანო გარკვეული დროის შემდეგ გადაამოწმებს. ჯარიმის მაქსიმალური  ოდენობა კი 8000 ლარით განისაზღვრება.  შემზღუდველი ღონისძიებების ნაწილი - პროდუქციის შეჩერება, ამოღება ან განადგურება ასევე ძალას შეიძენს 2021 წლიდან - ეს იყო ბიზნესის წარმოამდგენლების მოთხოვნა, თუმცა  განსაკუთრებით გაუჭრდებათ ტექნიკური რეგლამენტის დაკმაყოფილება მეორადი სათამაშოების იმპროტიორებს, რომლებიც აცხადებენ, რომ საკმაოდ რთულია ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვება.

„პროექტი მიმდინარე თვეშივე ამოქმედდება, თუმცა სანქციების ნაწილი გადაიწევს 2021 წლის დასაწყისში. სააგენტო მოახდენს ზედამხედველობას სათამაშოებზე მათ შორის ბაზარზე განთავსების მომენტში, იმპორტის დროსაც და გაიცემა რეკომენდაციები. ძირითადი მოთხოვნები უკავშირდება იმპორტიორების, მწარმოებლების მიერ წარსადგენ აუცილებელ დოკუმენტაციას და რა თქმა უნდა, ფიზიკურ მახასიათებლებს, რომლებიც სათამაშოს საფრთხეს გამორიცხავენ“, – ამბობს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რატი ობოლაძემ.

საქმე ისაა, რომ საქართველოში  არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც სათამაშოების ხარისხს შეამოწმებს და ამიტომ,  პროდუქცია პირველ ეტაპზე გაიგზავნება საზღვარგარეთ, აკრედიტებულ ლაბრატორიაში.

პროდუქციაზე აღნიშნული უნდა იყოს ხარისხის მაჩვენებელები, ასაკობრივი შეზღუდვა და საჭიროების შემთხვევაში, ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა მიეწოდოს სამინისტროს.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება