სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

კარგი მასწავლებელი ასეთი უნდა იყოს - აკმაყოფილებთ თუ არა მოთხოვნებს, რაც გერმანელების შეფასებებშია
18-11-2020
-
+


როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი? რა უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს და როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მას მოსწავლესთან - ეს ის საკითხებია, რომლებზეც ბევრჯერ დაწერილა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს განათლების სისტემა განსხვავებული აქვთ, პედაგოგის პროფესიის მიმართ მოთხოვნები ხშირად ერთნაირია. ყველა თანხმდება, რომ თუ მოსწავლე მოუთმენლად ელოდება გაკვეთილზე მასწავლებლის შესვლას, თუ მას საგნის სწავლა სიამოვნებას ანიჭებს და აქვს მოტივაცია, ისწავლოს მეტი - ეს ნიშნავს, რომ მას კარგი პედაგოგი ჰყავს. მოზარდებს არ მოსწონთ ურთიერთობა უხეშ პედაგოგებთან.

გერმანიაში საშუალო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები ამბობენ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მასწავლებლის თავდაჯერება და საკუთარი აზრის მკაფიოდ გამოხატვის უნარი. ასევე მნიშვნელოვანია ხმის ტემბრი, რომელიც მიუთითებს მასწავლებლის კულტურასა და მაღალ ინტელექტზე.

სტაბილური პიროვნება, პედაგოგიური უნარები, საკმარისი ცოდნა - რომელი თვისებების ნაზავით ყალიბდება კარგი მასწავლებელი? შესაძლებელია თუ არა უნარ-ჩვევების სწავლა?

ამ კითხვებზე პასუხებს გერმანიის უდიდესი გავლენიანი ჟურნალი „შპიგელი“ გვთავაზობს:

ჯოზეფ კრაუსი, გერმანიის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი:

„მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ცოდნა, უნდა იყოს თავდაჯერებული და უყვარდეს როგორც თავისი საგანი, ასევე ბავშვები. პედაგოგს უნდა მოსწონდეს მოზარდებთან ურთიერთობა, მაგრამ არ უნდა იყოს მათი ახლო მეგობარი. ის უნდა იყოს სამართლიანი და არ უნდა იყოს „ცხვირჩამოშვებული“.

მონა სტაინინგერი, SPIEGEL-ის სასკოლო გაზეთების კონკურსის გამარჯვებული:

„არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე მასწავლებელი, რომელსაც მცირე გამოცდილება აქვს. როგორც კი მოსწავლეები გააცნობიერებენ, რომ მასწავლებელმა არ იცის რას ამბობს, ვერ ფლობს საგანს საკმარისად კარგად, ისინი მოუსვენარნი ხდებიან და მასწავლებლის პატივისცემაც აღარ აქვთ. პედაგოგებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათ გვერდით ჰყავთ ადამიანები, რომლებსაც ზოგჯერ ცუდი დღე აქვთ ან ხუმრობის განწყობაზე არიან.“

ბრუნჰილდ კურტი - საქსონიის კულტურის მინისტრი:

„მასწავლებლებს უნდა მოსწონდეთ ბავშვები და ახალგაზრდები და მოსწონდეთ მათთან მუშაობა. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სპეციალობის შესანიშნავად ცოდნა“.

მაიკლ ვინტჰოფი - ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი:

„პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ მყარი ფსიქიკა, რათა მათ შეძლონ ბავშვების დახმარება და მათი ხელმძღვანელობა. მათ უნდა ჰქონდეთ ფსიქოლოგიური ცოდნა და შეეძლოთ, მოზარდებს გადასცენ სწორი ფასეულობები და ცოდნა, ასევე მათი ამოცანაა, რომ მოსწავლეებს მიუდგნენ ინდივიდუალურად. პედაგოგს უნდა შეეძლოს, ფსიქოლოგიურად გააძლიეროს მოსწავლე, რათა ის ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ პიროვნებად და აიღოს საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა.“

მარლის ტეპე, განათლებისა და მეცნიერების კავშირის თავმჯდომარე:

„პირველ რიგში, მასწავლებლებს უნდა მოსწონდეთ ბავშვები და მოზარდები. ნდობა, სხვა ადამიანებისადმი ინტერესი, ყურადღების მიქცევა და თანაგრძნობა მასწავლებლობის ძირითადი მოთხოვნებია. სწავლების პერიოდში აუცილებელია პედაგოგიური და ტექნიკური ცოდნა და თეორიულის გარდა პრაქტიკული ცოდნის მიწოდება“.

იურგ დრიგერი - გამგეობის წევრი:

„კარგი სკოლა ნიშნავს კარგ სწავლებას. ეს კი კარგ მასწავლებლებს შეუძლიათ. კარგი პედაგოგი აყალიბებს დადებით ურთიერთობას მოსწავლეებთან, ენდობა საკუთარ შესაძლებლობებს და მუდმივად მზადაა, განვითარდეს. ის ინდივიდუალურად ახალისებს მოსწავლეებს და კარგად იცნობს მათ. კარგ პედაგოგს ასევე უნდა შეეძლოს კოლეგიალურობა და სხვისი მოსაზრებების მოსმენა.“

სილვია ლორჰმანი - განათლების მინისტრი ჩრდილოეთ რაინ - ვესტფალიაში:

„კარგ მასწავლებელს შეუძლია აღზარდოს საგნის კარგი მცოდნე და მოამზადოს ის სტუდენტობისთვის. მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მოსწავლეებზე და შეძლოს მუშაობა სხვადასხვა ინტერესის მქონე გუნდებში.“

კერსტინ გლეინი, 2013 წელს კლაუს ფონ კლიცინგის პრემიაზე წარდგენილი პედაგოგი:

„პირველ რიგში, მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება თავიანთი პროფესიისა და თავისი სტუდენტების მიმართ. კარგი მასწავლებელი ეპყრობა თავის მოსწავლეებს პატივისცემით, სერიოზულად ეკიდება მათ საჭიროებებსა და პრობლემებს და მოპოვებული აქვს ნდობა.“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება