სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„მე რომ შენხელა ვიყავი...“ - ნარცისი მასწავლებლის 6 ნიშანი
05-07-2021
-
+


ყველა ვთანხმდებით, რომ მასწავლებლის პროფესია პატივისცემასა და დაფასებას იმსახურებს, პედაგოგები კი ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადამიანები არიან. თუმცა ხშირად ამის გამო მასწავლებლებს საკუთარ თავსა და საქმიანობაზე გადაჭარბებული წარმოდგენა ექმნებათ, ამიტომაც ნარცისი მასწავლებელი ჩვენ გარშემო არცთუ ისე ცოტაა.

„ეტალონი“ გაგაცნობთ ნარცისი მასწავლებლის 6 დამახასიათებელ ნიშანს:

გადაჭარბებული თვითშეფასება

ნარცისი მასწავლებლები მოსწავლეებთან და კოლეგებთან გამუდმებით თავიანთ ნიჭსა და მიღწევებზე საუბრობენ და ყოველთვის მათი უპირატესობის აღიარებას მოითხოვენ.

ზედმეტი ფანტაზიები

ისინი მუდმივად ფანტაზიორობენ მიღწევების, წარმატების, სრულყოფილი სიყვარულის შესახებ და თავიანთ მოსწავლეებსაც ასეთ ღირებულებებს უნერგავენ.

გაზვიადებული პოზიტიური წარმოდგენები საკუთარ ბავშვობაზე

როცა ბავშვებს რაღაც არ გამოსდით, ნარცისი მასწავლებლები ხშირად იყენებენ ფრაზას - „მე რომ შენხელა ვიყავი...“ - ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, რომ ისინი უფრო ნიჭიერები და კარგები იყვნენ თავიანთი მოსწავლეების ასაკში.

გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ ღვაწლზე

ასეთები ფიქრობენ, რომ საგანმანათლებლო სივრცე, ფაქტობრივად, მათ მხრებზე დგას. მათ უყვართ მაგალითების მოყვანა, რომელი პოპულარული თუ წარმატებული ადამიანი იყო მათი მოსწავლე წარსულში და მათ მიღწევას მთლიანად თვითონ მიიწერენ. ასევე, უყვართ, ერთმანეთს შეადარონ სხვადასხვა მოსწავლე.

სხვების ექსპლუატაცია

ასეთ მასწავლებლებს უყვართ მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებიც კარგად სწავლობენ, პატივს კი იმ მშობლებსა და კოლეგებს სცემენ, რომლებიც წარმატებულები არიან. ასევე, მეგობრობენ იმათთან, ვინც მათთვის სასარგებლოა.

უყვართ შენიშვნების მიცემა სხვებისთვის

ნარცის პედაგოგებს უყვართ თავიანთი მოსწავლეების კრიტიკა. ისინი გარშემომყოფებისთვის არც უხეში შენიშვნების მიცემას ერიდებიან.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება