სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

5 საინტერესო საახალწლო კერძი, რომელიც შეგიძლიათ, ბავშვებთან ერთად მოამზადოთ
29-12-2019
-
+


მალე ახალი წელია და ყველას გვინდა, ჩვენს სუფრას ორიგინალური კერძები ამშვენებდეს. ეს დღესასწაული განსაკუთრებით ბავშვებს უხარიათ, ამიტომ შეგიძლიათ კერძების მომზადებაში თქვენი შვილებიც დაიხმაროთ და გამორჩეულ საახალწლო სუფრაზე ერთად იზრუნოთ.

„ეტალონი“ გთავაზობთ 5 საინტერესო საახალწლო კერძს, რომელიც თქვენს სუფრას დაამშვენებს  და თანაც, შეგიძლიათ ბავშვებთან ერთად მოამზადოთ:

„ნაძვის“ ხე



„ნაძვის ხედ“ შეგიძლიათ თქვენი ოჯახისთვის საყვარელი ნებისმიერი  სალათი აქციოთ, მთავარია მასში მწვანე ფერი დომინირებდეს.

ინგრედიენტები:

კარტოფილი - 5-6 ც

სტაფილო - 1 ც

ბარდა - 2 ქილა

მოხარშული ან შემწვარი ინდაური ან ქათამი - 300-400გ

კიტრის მწნილი - 200გ

კვერცხი - 3ც

მაიონეზი და მარილი გემოვნებით

გაფორმებისთვის: რამდენიმე კონა კამა, ბროწეულის მარცვალი, პომიდორი ჩერი, სიმინდის მარცვალი, ზეთისხილი

ყველა ინგრედიენტი წვრილად დაჭერით და მაიონეზითა და მარილით შეაზავეთ. შემდეგ მიეცით მას ნაძვის ხის ფორმა, დაფარეთ წვრილად დაჭრილი კამით, მოსართავად კი ბროწეული წითელი და სიმინდის ყვითელი მარცვლები გამოიყენეთ.

„მაიმუნი“



მართალია, მაიმუნის წელი ნამდვილად არ მოდის, თუმცა თქვენს შვილებს, როგორც წესი, ნებისმიერი ცხოველის ფორმის კერძი ახარებს. ამიტომ ისინი მის მომზადებაშიც სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას.

ინგრედიენტები:


თევზის კონსერვი - 200გ

მოხარშული ბრინჯი - 200გ

კიტრი - 200გ

ხახვი - 200გ

მოხარშული კვერცხი - 3ც

მაიონეზი

ზეთისხილი

მარილი, წიწაკა

მოხარშეთ და გააცივეთ ბრიჯი. ის იქნება ჩვენი კერძის პირველი ფენა, რომელიც მაიმუნის თავს შექმნის. შემდეგ ფენად დაალაგეთ თევზის კონსერვი და წვრილად დაჭრილი სხვა ინგრედიენტები, შემდეგ კი კვლავ ბრინჯის ფენით დაფარეთ და გააფორმეთ ზეთისხილით, სალათის ფოთლებითა და მაიონეზით, როგორც ეს ფოტოზეა.

„გირჩი“



ინგრედიენტები:

ქათმის მკერდი - 400გ

ხახვი - 1ც

კარტოფილი - 4ც

ყველი - 150გ

ბერძნული თხილი - 100გ

ნუში - 200გ

მაიონეზი - 500გ

სიმინდის კონსერვი - 350გ

კიტრის მწნილი - 1-2ც

სტაფილო - 1ც

ეს ნამდვილად მარტივი და ლამაზი სალათია, რომელსაც მხოლოდ ერთი მინუსი აქვს - შეჭმა დაგენანებათ!

წვრილად დაჭერით ქათმის ფილე, კარტოფილი, კიტრის მწნილი, ხახვი, შეურიეთ გახეხილი ყველი, სტაფილო, თხილი და მაიონეზი. შემდეგ მიეცით მას გირჩის ფორმა და მორთეთ ნუშის მარცვლებით, როგორც ეს ფოტოზეა.

კიბორჩხალის „რაფაელო“



ძალიან მარტივი და ორიგინალური სალათი, რომლის მომზადებასაც თქვენი შვილები შეძლებენ, სანამ თქვენ ცხელ კერძებს მოამზადებთ.

ინგრედიენტები:

კიბორჩხალის ჩხირები - 200გ

ყველი - 100გ

კვერცხი - 3ც

ნიორი - 1კბილი

მაიონეზი

მწვანე სალათის ფოთლები მოსართავად

დაჭერით ინგრედიენტები წვრილად, აურიეთ ყველაფერი მაიონეზთან ერთად, შემდეგ გააკეთეთ ბურთულები და ამოავლეთ გახეხილ ყველში. მორთეთ ბურთულები ზეთისხილითა და სალათის ფურცლებით.

ჯანჯაფილის ფუნთუშა



ინგრედიენტები: 

კარაქი - 100გ

შაქარი - 100გ

თაფლი - 100გ

ჯანჯაფილი და დარიჩინი  გემოვნებით

კვერცხი - 1ც

ფქვილი - 400გ

გამაფხვიერებელი

ამოიყვანეთ კვერცხი, კარაქი და შაქარი, ჩაუმატეთ თაფლი, გამაფხვიერებელი, ჯანჯაფილი და დარიჩინი. მოამზადეთ საშუალო სისქის ცომი, გამოჭერით სასურველი ფორმები და გამოაცხვეთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება