სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უნდა გაიზარდოს დამრიგებლის როლი - ჩვენი საზრუნავია ბავშვის კეთილდღეობა, საჯარო სკოლაში სწავლობს ის თუ კერძოში - მიხეილ ჩხენკელი
20-12-2019
-
+


განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მან თავისი მოხსენების დასაწყისში 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალება მიუსამძიმრა ოჯახს, მის მეგობრებსა და სრულიად საზოგადოებას. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ  განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად გარკვეული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. მისი თქმით, სამინისტროს მიერ დაწყებულია საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ, მანდატურის სამსახურის თანამშრომლების გადამზადება, იმ სკოლებში კი, სადაც არ არის მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი გადამზადება. ასევე იგეგმება ფსიქოსოციალური სამსახურის გაძლიერება და მზრუნველობაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მიმართულებით ზრუნვა დასაწყებია კერძო სკოლებშიც. იგულისხმება კერძო სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მაღალ პროფესიული მომზადება და ფსიქოლოგიური დახმარების სერვისების გაძლიერება.

"ჩვენი მთავარი საზრუნავია ბავშვის კეთილდღეობა იმის მიუხედავად, საჯარო სკოლაში სწავლობს იგი თუ კერძოში. ვფიქრობ, საჭიროა ახალი საკანონმდებლო რეგულაციები. აუცილებელია კერძო სკოლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის შემუშავება და დანერგვა. ამ სტანდარტებმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და მზრუნველი გარემო. საჭიროა, გაძლიერდეს უწყებათაშორისი თანამშრომლობა ჯანდაცვის, შს და იუსტიციის სამინისტროებთან, გაღრმავდეს არასამთავრობო ორგანიზაციების როლი. ამ მიმართულებით პრემიერისგან დაგვევალა კონკრეტული ღონისძიებების გატარება და დაწყებულია გეგმაზე მუშაობა. რამდენიმე დღეში წარმოვადგენთ ზუსტ გეგმას, რომელიც მოიცავს როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკულ ინიციატივებსა და ახალი სერვისების შექმნას.

მხოლოდ ადმინისტრაციული საშუალებებით პრობლემები ვერ მოგვარდება. აუცილებელია სასკოლო პროცესის განვითარება. უნდა გაიზარდოს დამრიგებლის როლი თითოეული მოსწავლის საჭიროებებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით. უნდა გაიზარდოს თავად მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობა პრობლემის მოგვარების გზებში. ამ მიზნით საჭიროა ელექტრონული რესურსების განვითარება მშობელთა, მასწავლებელთა და სასკოლო საზოგადოების რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ახალგაზრდებში ნეგატიური ტენდენციების შესამცირებლად და მათი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მოსწავლეთა ჩართულობა შემოქმედებით აქტივობებში, ასევე არაფორმალური განათლების განვითარება წრეების, კლუბების, სახელოვნებო და სპორტული მიმართულებით. ამ მიზნით უკვე დავიწყეთ მუშაობა",-განაცხადა მინისტრმა პარლამენტში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება