სიახლეები
სამასწავლებლო

„Etaloni.ge-ს საშუალებით საზოგადოება მასწავლებლის შრომას ხედავს“
19-12-2019
-
+


2019 წელი მალე დასრულდება და ალბათ ჩვენი მკითხველისთვის ინტერესსმოკლებული არ უნდა იყოს, საჯარო სკოლების პირველი პირების კომენტარები, რომელიც Etaloni.ge-სთან თანამშრომლობას ეხება, თუმცა ჩვენი რესპონდენტები ამ ურთიერთობას უკვე მეგობრობას არქმევენ და ეს ძალიან გვახარებს. „ეტალონს“ ყველაფერი სასიკეთო მოაქვს სკოლებისთვისო, - გაგვიმხილა ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა და ასეთი შეფასებები გვაძლევს უფლებას ვიფიქროთ - Etaloni.ge საყვარელ საქმეს პირნათლად ემსახურება. დეტალური შეფასება რესპონდენტებისთვის მიგვინდვია:  

მარინე ბოხუა - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდას საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონთან“ სამ წელზე მეტია ვთანამშრომლობთ და მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა უმნიშვნელოვანესია ბავშვების წინსვლისთვის, განვითარებისთვის, მოტივაციისთვის... ახალი მოსწავლეები სწორედ მსგავსი პროექტების დახმარებით, შედარებით მარტივად ეგუებიან ახალ გარემოს; მით უმეტეს, ყოველმა მოსწავლემ თუ მასწავლებელმა იცის, სკოლის ნებისმიერი აქტივობა აუცილებლად გამოქვეყნდება Etaloni.ge-ზე.

დირექტორის პოზიციიდან უნდა აღვნიშნო, რომ საიტი ძალიან გვეხმარება სკოლისა და მშობლის დაახლოებაში; გვიადვილდება მოსწავლეებთან კომუნიკაციაც... წარმოუდგენელია, არ მოგწონდეს, თუკი რაიმე სასიკეთო კეთდება ჩვენს სკოლაში, ეს ფართე საზოგადოებისთვის ცნობილია და ყოველი ჩვენგანის მოტივაციაზე დადებითად მოქმედებს.მარტივად რომ ვთქვათ -  „ეტალონს“ ყველაფერი სასიკეთო მოაქვს სკოლებისთვის.

ჟანა ახალკაციშვილი - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლის დირექტორი:

- „ეტალონთან“ ჩვენი მეგობრობა ბევრ წელს ითვლის; ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალისტიც კი გახლდათ. ესაა არაჩვეულებრივი პროექტი და ყოველთვის მივესალმებით, რადგან არაფორმალური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისა და მათი მომავლისთვის. ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც ჩვენ შესახებ ინფორმაციები ქვეყნდება Etaloni.ge-ზე; განათლების სისტემის  სიახლეებსაც პირველი Etaloni.ge გვატყობინებს და სწორედ ოპერატიულობა-ობიექტურობა განაპირობებს საიტის პოპულარობას. 

ბავშვებიც, მუდმივად, ეცნობიან  სიახლეებს და მაქსიმალურად ცდილობენ, ჩვენი სკოლის არც ერთი აქტივობა არ დარჩეთ ყურადღების მიღმა.

ოთარ ვანაძე - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი:

- ახალგაზრდობას დამატებით მოტივაცია სჭირდება, რათა უკეთ ისწავლოს, მეტი წიგნი წაიკითხოს და შესაბამისი განათლება მიიღოს... სწორედ ამ ყველაფრის მოტივარტორია ჩვენთვის Etaloni.ge. ზოგადად, „ეტალონთან“ წლებია ვთანამშრომლობთ, ბავშვებიც ჩართულები არიან და განსაკუთრებით მოსწონთ Izrune.ge - სახალისო და საინტერესოა მათთვის ასეთი აქტივობა და ამიტომაც არ უშვებენ ხელიდან შანსს - ერთობიან კიდეც, კომპიუტერთან ჯდომის სურვილსაც იკმაყოფილებენ და ცოდნასაც იძენენ. Etaloni.ge კი ამ ყველაფერს ოპერატიულად აცნობს საზოგადოებას, რომელიც ხედავს - მასწავლებელი რამხელა შრომას დებს იმისთვის, რომ მისი მოსწავლე იყოს წარმატებული.

დალი ბროლიძე - ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

- ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია არაფორმალური განათლება და ჩვენი სკოლა ერთ-ერთი გამორჩეულია მსგავს პროექტებში ჩართულობით. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ „ეტალონში“ ჩართულობით ჩვენი მოსწავლეები გაცილებით მეტ უნარს იძენენ, განათლების მიღების მეტი შესაძლებლობა აქვთ და პროექტის წყალობით, ცოდნის რეალიზებასაც ახდნენ - ეს უდიდესი მოტივაციაა მათთვის. აღარაფერს ვამბობ etaloni.ge-ზე, რომელიც მუდმივად დგას ობიექტურობის სადარაჯოზე. ასეთი თანამშრომლობა სკოლის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, ვიცით, რა კეთდება სხვა სკოლებში, ვითვალისწინებთ მათ გამოცდილებას და თუ ჩვენი რჩევები გამოადგება ვინმეს, მხოლოდ მოხარულები ვიქნებით.

ლეილა წიკლაური - წალკის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენთვის „ეტალონი“ და მასთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია იმით, რომ მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, მონაწილეობენ ინტელექტ-ჩემპიონატში, ტესტირებაში... ბავშვების მოტივაცია გაზრდილია და მე, როგორც სკოლის დირექტორს, ეს მეტად მახარებს. ვის არ უხარია საკუთარი მოსწავლის წარმატება?! მით უმეტეს, როდესაც მსგავსი ფაქტები Etaloni.ge-ს საშუალებით ხმაურდება და უამრავი ადამიანისთვის ხდება ხელმისწავდომი ინფორმაცია ამ მიღწევების შესახებ. გარდა ამისა, გავხდით უფრო ცნობადები და ამ მიმართულებით პიარი უმნიშვნელოვანესია განათლების სისტემისთვის.

გიორგი ავალიანი - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის დირექტორი:

- „ეტალონმა“ მოსწავლე წიგნს, მშობელი კი სკოლას დაუბრუნა. ოჯახი-ბავშვი-სკოლა- წრედი შეკრულია და მე, როგორც სკოლის დირექტორს, ეს ფაქტი მხოლოდ მახარებს; მით უმეტეს, ვიცი, რომ Etaloni.ge ჩვენს არც ერთ აქტივობას უყურადღებოდ არ დატოვებს. როგორ შეიძლება არ მოგწონდეს, ის, რომ სიახლეები მხოლოდ სკოლის Facebook გვერდზე არ რჩება და ფართე საზოგადოება საქმის კურსშია. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და სკოლებს მოგვეცემა საშუალება, საკუთარი პოტენციალი ბოლომდე გამოვავლინოთ.

ომარ ჩაჩუა - სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლა გომის საჯარო სკოლის დირექტორი:

 - „ეტალონთან“ თანამშრომლობა ბევრს ნიშნავს და ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ პროექტს ერთფეროვნება არ ახასიათებს. არსებობს Izune.ge, სადაც ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები და ასევე არსებობს Etaloni.ge, რომელიც, თამამად შემიძლია თქმა, რომ ჩვენთვის - მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვისაც მოტივატორია. ვიცით, კონკურენცია დიდია... არ გეგონოთ, სხვა სკოლებს ვეჯიბრებით, უბრალოდ ვცდილობთ, ჩვენი ნებისმიერი აქტივობა იყოს უკეთესი, რათა მეტი მოწონება დავიმსახუროთ.

მაია ჯაფარიძე - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის დირექტორი:

- „ეტალონთან“ ორი წელია ვთანამშრომლობთ, უმცროსკლასელები Izrune.ge-ს პროექტში არიან ჩართულები და ჩვენი სკოლის სიახლეებსაც ვაქვეყნებთ Etaloni.ge-ზე. ეს კი სკოლის პოპულარიზაციას ძალიან უწყობს ხელს. ამ თანამშრომლობაში მთავარი ისაა, რომ სკოლა იგებს, რა ხდება სხვა სკოლებში, ჩვენს შესახებაც საქმის კურსში არიან, ვიზიარებთ ერთმანეთის გამოცდილებას - რაღაცები მოგვწონს, რაღაცები ნაკლებად, თუმცა ეს ურთიერთობაცა და კონკურენციაც ჯანსაღია.

თეა კარტოზია - სამტრედიის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენი სკოლის ცხოვრებაში Etaloni.ge-ს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგან მოსწავლემაც და მშობელმაც იცის, რომ თუ აქტიურად იქნება ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, ამის შესახებ ყველა შეიტყობს. საიტის არსებობა მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარების მხრივაც -  სკოლებს ერთმანეთში მეტი კომუნიკაციაც გვაქვს და ერთმანეთს წარმატებებსაც ვულოცავთ, რაშიც „ეტალონს“ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.

მზია კაპანაძე - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლის დირექტორი:

- სასწავლო წელს მომზადებულები შევხვდით, განახლებული ინტერიერით; გარდა ამისა, სკოლა ჩაერთო სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის პროექტში, მასწავლებლებიც ორგანიზებულად მუშაობენ და გამოცდებიც წარმატებით ჩააბარეს, თუმცა ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის უცნობი იქნებოდა, რომ არა Etaloni.ge.

მსგავსი ინფორმაციების საჯაროობა კი მხოლოდ დადებითად აისახება სასკოლო ცხოვრებაზე. ადამიანები ვართ და ნებისმიერი თბილი სიტყვაც გვიხარია. ჩემი აზრით, სკოლასაც უჩნდება ასეთ დროს მოტივაცია და მასწავლებელს ხომ საერთოდ... გვიხარია სხვა სკოლების წარმატებებიც და გვინდა, არავის ჩამოვრჩეთ - ვიზიარებთ სხვების გამოცდილებას და ვცდილობთ, უკეთესები გავხდეთ.

ასეთივე აქტიურები ვართ Izrune.ge-ს პროექტშიც - წარმოიდგინეთ, ჩემი თანამშრომლის შვილიშვილი, რომელიც პირველკლასელია, ყოველ ხუთშაბათს უთენია იწყებს Izrune.ge-ს ტესტირებისთვის მზადებას. „ეტალონი“ ბევრს კარგ საქმეს აკეთებს და ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვართ, მსგავსი პროექტები რომ არსებობს.  


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება