სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ოთხი დეტალი, რომელიც წლის ბოლოს უნდა ჩამოწეროთ - წარმატებული ადამიანების საიდუმლო
30-12-2019
-
+


წლის დასასრული სხვადასხვა მიზეზის გამო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არის დრო, როცა უნდა დაჯდეთ, განვლილ წელს გადახედოთ, თქვენი წინსვლა შეაფასოთ და ახალი მიზნები დაისახოთ.

წლის დასასრულს სასურველია თქვენი სამომავლო გეგმები ჩამოწეროთ.

წლის ბოლოს მომავალი წლის ბიუჯეტის გათვლა და ბიზნეს გეგმების ჩამოწერა ის მნიშვნელოვანი ელემენტებია, რაზეც ყველა წარმატებული ადამიანი ფოკუსირდება.

ასე რომ,

მიზნები ჩამოწერეთ 

მიზნების ჩამოწერა შესაძლებლობას მოგცემთ განვლილი წლის სარკეში ჩაიხედოთ და მომავალი 365 დღე დაგეგმოთ. ჩათვალეთ, თქვენთვის მიზნების ჩამოწერა პირველი ქვაა მათთან მისაღწევი ხიდის მშენებლობაზე.

სამოქმედო სტრატეგიები დაისახეთ

მიზნების კარგია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ამ მიზნების მისაღწევად სათანადო სტრატეგიები გჭირდებათ. დეტალურად ჩამოწერეთ ყველა სტრატეგია, რაც თქვენს მიზნებს რეალობად აქცევს.





დაგეგმეთ ბიზნესი მომავალი წლისთვის

თუ ხართ მეწარმე ან უბრალოდ სამომავლოდ გინდათ ბიზნესის წამოწყება, სამოქმედო გეგმა აუცილებლად უნდა შეადგინოთ. დააკვირდით, თქვენი ბიზნესის განვითარებას ბოლო რამდენიმე კვარტალის განმავლობაში და გეგმები იმის მიხედვით დააწყვეთ.


მოამზადეთ წლის შემაჯამებელი მიმოხილვა


განვლილი წელი წერილობით შეაჯამეთ. დაწერეთ რა გამოგივიდათ, რისი გაკეთება ვერ მოახერხეთ და სამომავლოდ რას გამოასწორებდით. 

მცირე ან დიდი ბიზნესი თუ გაქვთ წლის ბოლო საუკეთესო დროა თქვენს მომხმარებლებს მიმართოთ, თქვენი კომპანიის მიღწევები, წარმატებები გააცნოთ და სამომავლო სერვისებზე, შეთავაზებებსა თუ პროდუქტებზე მიაწოდოთ ინფორმაცია. ასე მათ ყურადღებას უფრო მეტად მიიქცევთ და ახალი სეზონისთვის დიდ მოლოდინსაც შეუქმნით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება