| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ლაგომი“ იწყება სახლში წესრიგით - ოთახში უნდა იყოს ღია სივრცე, „ჰაერი“ მინიმალისტური მოწყობა. ეს ქმნის სწორ, ნათელ ატმოსფეროს. შემდეგია - ბალანსი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის, თავისუფალი დრო, რომელიც შესაძლებელია ოჯახთან ერთად გაატარო. ითვლება რომ, ცხოვრებაში შვედები პირდაპირები და გულწრფელები არიან, ასეთივე უნდა იყოს ურთიერთობა ოჯახის წევრებს შორის.
თუ ყველა თანასწორია, თითოეული აკეთებს იმას, რაც უკეთესად გამოსდის. სწორედ ამიტომ შვედურ ოჯახებში არ დგას საკითხი თუ ვინ არის პასუხისმგებელი საოჯახო საქმეებზე.
გამოკითხვის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც ევროკავშირმა ჩაატარა, 95% თვლის, რომ ქალის და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია პირადად მისთვის. ხოლო, 99% დაეთანხმა იმას, რომ მამაკაცებისთვის ტირილი - ნორმალურია.
1974 წელს შვედეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც დეკრეტული შვებულება შემოიღეს, რომლის აღება ორივე მშობელს შეუძლია.
1995 წელს სპეციალური „მამის კვოტა“ შემოიღეს, რაც გულისხმობს ან აიღე ან დაკარგე: თუ მამამ გადაწყვიტა დეკრეტული შვებულება არ აიღოს დასვენების დღეებს ის უბრალოდ დაკარგავს. შვედეთში 480 დღიანი დეკრეტული შვებულებაა. აქედან 90 დღის აღება მხოლოდ მამას შეუძლია.
„ლაგომის“ თაყვანისმცემლებს შეუძლიათ ფრედაგსმუსის - “მყუდრო პარასკევის“ ტრადიციის გაზიარება. ამ დღეს შვედები მთელი ოჯახით სახლში იკრიბებიან, უყურებენ ფილმს და ერთად სადილობენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია რაციონი - მარტივი საკვები. შვედური კულინარიის ჰიტებს შორისაა - ბრაწულები, თევზი, კარტოფილიანი კერძები და ა.შ.
შვედი პედაგოგები განვითარების ინდივიდუალურ პროგრამებს იყენებენ მოსწავლეებთან, რომელიც პროგრამას ვერ ეწევა. გარდა ამისა, მასწავლებელები კლასის გარეთ რეგულარულად ურთიერთობენ ბავშვებთან და მათ მშობლებთან და აკეთებენ ყველაფერს მოსწავლეების ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის.
„ლაგომი“ - ზომიერება, ოდესღაც შვედებს რთულ პირობებში გადარჩენაში ეხმარებოდა, ახლა კი ბავშვების უსაფრთხო და კეთილგანწყობილ გარემოში აღზრდის ხერხად იქცა.„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა