სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზოდიაქოს ნიშნები, ვისთვისაც სიყვარული და საქმე წარმატებული იქნება - ერთი დღე ამ კვირაში, როცა არავინ არაფერი უნდა დაგეგმოს
09-12-2019
-
+


მერკური გადავიდა მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში. იმატებს უცხოური კონტაქტები, ამ თვეში მარტივად  აითვისებთ უცხო ენებს - ლინგვისტებისა და ენის შესწავლის მსურველებისთვის, ეს საუკეთესო პერიოდია. ადამიანებში ოპტიმიზმიც მოიმატებს.  

12 დეკემბერს არის  სავსემთვარეობა. ამ დროს ძალიან მოჭარბებულია ნეგატიური ენერგია. არაფერი მნიშვნელოვანი არ უნდა გააკეთოთ ამ დღეს. 

ამ დღის შემდეგ 20 დეკემბრამდე საუკეთესო პერიოდია - არ გაქვთ უფლება სიზარმაცის და ლოდინის, ვინც აქტიურად იმოქმედებს, ის იქნება წარმატებული.


ასტროლოგიური პროგნოზი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის:


ვერძი - აქტიური ხართ და იდეები გაქვთ, ამიტომ გჭირდებათ რეკლამირება. პროპაგანდა გახდება თქვენი წარმატების საწინდარი. თქვენს ბრწყინვალე იდეებს მოიწონებენ. 


კურო - ენერგოტონუსი გადატვირთული გაქვთ, ფრთხილად იყავით. საქმიანი კუთხით წარმატების შანსი იმატებს, თუმცა თანმიმდევრული მოქმედებით. თქვენ გვერდით გიდგანან ახლობლები და მეგობრები. 


ტყუპები - თქვენი მთავარი პრობლემა ამ კვირაშიც პარტნიორული ურთიერთობებია. დაუფიქრებელი სიტყვებით არ გაანაწყენოთ საქმიანი თუ სასიყვარულო პარტნიორები. საქმიანი კუთხით ძალიან  წარმატებული იქნებით. ადვილად ჩაერთვებით პროექტებში, შესაძლებელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. 

 
კირჩხიბები - ეს დროა, როცა სიყვარული და საქმე ერთნაირად წარმატებულია. იდეების რეალიზების საშუალება გეძლევათ, რაც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ.


ლომები - ყველაფერი გამოგდით, ყველა გვერდით გიდგათ. ამან არ უნდა გაგაზარმაცოთ. იღბალი გაქვთ, მაგრამ არ ელოდოთ, რომ წარმატება თქვენი მცდელობის გარეშე მოვა. 


ქალწული - იმუშავეთ, მაგრამ ზომიერად. ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ საკუთარ თავზე. თუ ინდივიდუალურად იმუშავებთ, უფრო წარმატებული იქნებით. შემოქმედებითი მუშაობისთვის ნაყოფიერი პერიოდია. 


სასწორი - თქვენი გამართლების პერიოდი იწყება. მათ შორის ლატარიაში მოგების. მთავარია იყოთ ინფორმირებული, რომელსაც თქვენ კარგად გამოიყენეთ და წარმატებული იქნებით.  


მორიელი - სარისკო მოქმედებებს ერიდეთ. განსაკუთრებით მოგწონთ როცა გაქებენ და შეიძლება აჰყვეთ ცდუნებებს. ქებას ნუ დაუჯერებთ, ეს შეიძლება არ იყოს რეალისტური. ფულს გაუფრთხილდით და კაპიტალდაბანდებას ერიდეთ, წაგებული იქნება. 


მშვილდოსანი - კვირის მთავარი ფავორიტი ხართ. ყველაზე გონებამახვილი ხართ და იდეების რეალიზებას შეძლებთ. კარგი დროა მოგზაურობისთვის. ყველა რუტინული საქმე მოგშორდებათ და შეძლებთ ინდივიდუალურად იყოთ წარმატებული. 

თხის რქა - ჯანმრთელობის კუთხით რთული პერიოდი გაქვთ, ჭორების და ინტრიგების ალბათობა იმატებს. აკონტროლეთ რას საუბრობენ თქვენზე ზურგს უკან. ამავე დროს, ახალი ნაცნობობისთვის კარგი პერიოდია, რაც იანვრიდან  წარმატების ფაქტორი გახდება. 

მერწყული - ეს კვირა კარგია, თანადგომას იგრძნობთ ყველასგან. თანმიმდევრულად იმოქმედებთ, მთავარია გქონდეთ ინფორმაცია. 20 დეკემბრამდე, ყველაზე საინტერესო და ახალი იდეების განხორციელებას შეძლებთ. უნდა იმოქმედოთ. 

თევზები - იმუშავეთ, მაგრამ დასვენების საშუალებაც მიეცით თავს. ოპტიმისტურად უნდა განეწყოთ, თუ გინდათ წარმატებული იყოთ. პარტნიორები ხელს უწყობენ თქვენს წარმატებას.

იხილეთ ვიდეო

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება