სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

როგორ აქცია ჩხარის N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა ხელოვნების ოთახი მოსწავლეებისგან შექმნილი ნამუშევრების გალერეად?
29-11-2019
-
+


ჩხარის N1 საჯარო სკოლა სხვებისგან ორიგინალური ხელოვნების კაბინეტით გამოირჩევა. საკლასო ოთახზე ხელოვნების მასწავლებელი ლია ამირანაშვილი უკვე 10 წელია ზრუნავს.  

Etaloni.ge დაინტერესდა, ვისი იდეა იყო ხელოვნების კაბინეტის მოწყობა და ვისი ნამუშევრებია კლასში გამოფენილი.

„ხელოვნების ოთახის შექმნის იდეა ჩემი იყო. დაახლოებით ათი წლის წინ დირექტორს ვთხოვე, რომ მოეცა ჩემთვის ხელოვნების კაბინეტი, რომელსაც მოვაწყობდი. მან დამითმო ოთახი მშვენიერი ხედით. ხედი ხელოვნებაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან ფერწერის დროს ბავშვებს გარემოსთან კონტაქტი უნდა ჰქონდეთ. კლასში ბავშვების ნამუშევრები გამოვფინე, რამდენიმე ნახატი ჩემიც არის, მაგრამ ძირითადად, ბავშვების ნამუშევრებია. ასევე არის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და გრაფიკული ნამუშევრები. ზოგი ნატურიდანაა შესრულებული, ზოგი ბავშვებმა თავისი წარმოსახვით შექმნეს“, - გვიყვება პედაგოგი.

ნამუშევრებს შორისაა ნახატები, ხელნაკეთი ნივთები, კედლის გაზეთები - მათი უმეტესობა გაკვეთილზეა შექმნილი, თუმცა მოსწავლეებს საშინაო დავალებებიც აქვთ, შესაბამისად,  ზოგიერთი ნამუშევარი სახლშია შესრულებული. ხელოვნების კაბინეტი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ნახატები შექმნილია როგორც შავი ფანქრით, ასევე ფლომასტერებითა და აკვარელით.

პედაგოგის თქმით, ბავშვები ბევრ ორიგინალურ ნივთს იგონებენ:

„დეკორატიულ-გამოყენებითი ნივთების შექმნამდე მოსწავლეებს ვაძლევ მითითებას კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად თუ რა აქსესუარი დასჭირდებათ, ვთქვათ, მავთული, ფერადი ძაფები თუ პატარა მძივები, რესურსი ბევრია... ისინი თავისი ფანტაზიით აკეთებენ ყველაფერს. მაგალითად, სასანთლე დამზადებული აქვთ სხვადასხვა აქსესუარებისგან. გაკვეთილზე ვმსჯელობთ, რომელი ნივთი რითი დავამზადოთ, შემდეგ კი მოსწავლეებს მოაქვთ საკუთარი ხელნაკეთი ნივთები“.

ხელოვნების პედაგოგი მხოლოდ საკლასო ოთახის მოწყობაზე არ ფიქრობს. ის, მოსწავლეებთან ერთად სკოლის კედლის გაზეთებსაც ქმნის. კედლის გაზეთები დამზადებულია ელენე ახვლედიანისა და ნიკო ფიროსმანის შესახებ.

თვალში მოსახვედრია ისიც, რომ ნამუშევრები სეზონურადაა დაჯგუფებული. კლასში არის შემოდგომის კუთხე და ასევე იგრძნობა საახალწლო განწყობაც. მოსწავლეებმა უკვე დაამზადეს ფიფქები ქაღალდებისგან, დადგეს ნაძვის ხე და საკლასო ოთახი წვიმებით მორთეს.

„ბავშვებს ძალიან მოსწონთ კაბინეტი. ნაძვის ხეც მოვრთეთ უკვე და პატარებმა აღნიშნეს, რომ  ეს გარემო განწყობას ვუმაღლებთ. ახლა საახალწლოდ დიდი გეგმები გვაქვს. ბოლო რამდენიმე წელია, ტრადიციულად, ვაკეთებთ საახალწლო კონკურსს - ვინ უკეთესად მორთავს თავის საკლასო ოთახს.  დაწყებით საფეხურზე ერთ გამარჯვებულს  ვავლენთ და ვაჯილდოვებთ დიპლომით, შემდგომ საფეხურებზე სხვებს ვასაჩუქრებთ. ამ დროს ისე ლამაზად ირთვება ხოლმე ოთახები, რომ ზღაპარში გეგონებათ თავი“, - აღნიშნავს პედაგოგი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება