| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით, „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა“ სანერგე-სასათბურე მეურნეობაში ჩითილების გამოყვანის შესახებ სადემონსტრაციო ჩვენება გამართა.
სანერგე-სასათბურე მეურნეობის მუშაობის პროცესს ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები გაეცნენ.
სანერგე-სასათბურე მეურნეობის პატარა სტუმრები დიდი ინტერესით უსმენდნენ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, აკვირდებოდნენ ნერგებსა და ჩითილებს, ეცნობოდნენ მათი მოვლის წესს და მალევე დაუმეგობრდნენ მასპინძელს, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს ხელმძღვანელს, დავით დიასამიძეს, რომელმაც სტუმრებს მეურნეობის მუშაობის სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა