| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VIII-ბ კლასის მოსწავლეები, პროექტ „ჩვენებურების" ფარგლებში, სხვიტორში აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ.
პროექტის ხელმძღვანელი სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე გახლდათ. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია „აკაკი - გედი და ორფეოსი“. წაიკითხეს დიდი პოეტის ლექსები და პოემა „გამზრდელის“ გარკვეული მონაკვეთების ინსცენირება მოახდინეს; მათი ყურადღების მიღმა არც „ბაში-აჩუკი“ დარჩენილა.
პატრიოტულ-დიდაქტიკურ მოტივებზე წარმოდგენილი ლიტერატურული კომპოზიცია მოსწავლე-მასწავლებლებისთვის მეტად შთამბეჭდავი იყო - იმ დღეს აკაკისეული პერსონაჟები დიდი პოეტის სახლ-მუზეუმში კიდევ ერთხელ გაცოცხლდნენ. წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VIII ბ კლასის დამრიგებელი თამილა თუთბერიძე და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი დოდო ხაჩიძე კი კმაყოფილებას ვერ მალავდნენ.
იხილეთ ფოტოები„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი