| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-7 კლასის ხელოვნების გაკვეთილმა მეტად საინტერესოდ ჩაიარა. პედაგოგმა ინგა გრძელიძემ, აღსაზრდელებთან ერთად, თემაზე - „განათება და არქიტექტურა“ პრაქტიკული სამუშაო წარმოადგინა.
მოსწავლეებმა გაკვეთილზე მუყაოსგან დაამზადეს სახლის მაკეტი; „დაამონტაჟეს“განათება, რათა მოეხდინათ დაკვირვება,თუ როგორი მნიშვნელოვანია განათება არქიტექტურაში.
მოსწავლეებმა ზედმიწევნით კარგად გაიაზრეს, როგორ გამოხატავენ არქიტექტორები საკუთარ იდეებს განათებით; როგორ ამკვეთრებს, ალამაზებს და გარდაქმნის სინათლის სხივი ობიექტს.
გაკვეთილი შემეცნებითი იყო და მეტად საინტერესოდ წარიმართა, სწორედ პედაგოგისა და მოსწავლეების ძალისხმევით.
„როდესაც ასე გიყვარს საკუთარი პროფესია და ხარ კარგი პედაგოგი, მაშინ შეგიძლია, მომავალ თაობასაც შეაყვარო შენი საგანი; მართლაც, შთამბეჭდავი აქტივობებით ანებივრებს მოსწავლეებსა და კოლეგებს ხელოვნების პედაგოგი. წარმატებები თქვენ, ქალბატონო ინგა და თქვენს პატარა „არქიტექტორ-მხატვრებს“, -განაცხდა გაკვეთილის დასასრულს წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორმა.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას