| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში მე-11 კლასში ფიზიკაში თემებზე - „მექანიკური რხევები და ტალღები“, „მუსიკალური ბგერები“ (პედაგოგი ციალა ჩარგეიშვილი) ღია შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, გაკვეთილი მთლიანად დატვირთული იყო სახალისო აქტივობებით, რამაც ძალიან საინტერესო და მიმზიდველი გახადა.
მოსწავლეებმა შესწავლილი თეორიული მასალა დაუკავშირეს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ პრაქტიკას, (მაგ. საქანელის მოძრაობა, ხის ფოთლების შრიალი, საკერავი მანქანის ნემსის მოძრაობა, ადამიანის გულის შეკუმშვები, ავტომობილის ცილინდრებში დგუშის მოძრაობა, მოსწავლეებმა ახსნეს რეზონანსის მოვლენა, ისაუბრეს მის დადებით და უარყოფით მხარეებზე, ერთ-ერთმა მოსწავლემ ფორტეპიანოზე შეასრულა მუსიკალური ნაწარმოები, რომლის დროსაც კლასი აკვირდებოდა მუსიკალური ბგერების გავრცელებას გარემოში, ბავშვებმა, ასევე ახნეს ექოს მოვლენა, როგორც არეკლილი ბგერის უკან დაბრუნება (მაგ. ტყეში, მთაში, ჭაში და ა.შ.). ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას.
მოსწავლეებმა ჩაატარეს სხვადასხვა ექსპერიმენტები მათემატიკური და ზამბარიანი ქანქარების, კამერტონის, ფანდურის, დოლის, მარილისა და თასზე გადაკრული ფირის გამოყენებით.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა