სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მომავალი ტექნოლოგიების არის“ - ჩოხატაური izrune.ge-ს ინოვაციებს მასპინძლობს
01-11-2019
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებს პროექტ „ეტალონის“ და izrune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს სიახლეები წარუდგინა.

შეხვედრას ჩოხატაურის რესურსცენტრის უფროსი შორენა სიხარულიძე, სკოლის დირექტორები და izrune.ge-ში ჩართული განსაკუთრებით აქტიური დამრიგებლები ესწრებოდნენ.

პორტალში უკვე ჩართული სკოლების წარმატებულმა დამრიგებლებმა კოლეგებს izrune.ge-ს შედეგები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, მათ სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე, სასწავლო პროცესში მშობელთა სისტემურ ჩართვასა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრი და სკოლის დირექტორები izrune.ge-ს ირგვლივ კლასების გაერთიანებასა და დამრიგებელთა როლის ზრდას მიესალმებიან. ისინი მშობლებთან ერთად იწყებენ ზრუნვას „მეგობრული კლასის“, „სუპერ კლასის“ და „მომავლის კლასის“ ტიტულების მოსაპოვებლად.

izrune.ge „ეტალონის“ ინოვაციური პროექტია და მოსწავლეებს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ, საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.

პორტალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მშობლის (ოჯახის) ჩართულობის გაზრდაა შვილის აღზრდა-განათლების პროცესში. მშობლებს საშუალება აქვთ, თვალი მიადევნონ და უშუალოდ ჩაერთონ ბავშვის განათლების მიღებისა და მოტივაცია-წახალისების პროცესში.

სექტემბრიდან ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი izrune.ge-ზე „წიგნიერების დღეა“, ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე – გზა ევროპისკენ!“, ხოლო ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს ისევ „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა!“.

შეხვედრის დასასრულს, საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ზე სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლებსა და წარმატებულ დირექტორებს მადლობის სიგელები გადაეცათ. 


კომენტარები


სკოლები
I ტურის ტესტირებაში მოსწავლეები ხალისით და ინტერესით ჩაერთვნენ
შეჯიბრის ბოლოს პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გამოვლინდნენ
სიახლეები
რა იცვლება მასწავლებელთა კომეპეტენციის გამოცდაზე პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის
იმ უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც სტატუსი ახლა მიენიჭათ, წინსვლისთვის ზრუნვა ახალი რეგულირების წესის მიხედვით შეეძლებათ
2020-21 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ განხორციელების ახალ ეტაპზე გადადის
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს
საინტერესო
გაატარეთ თავისუფალი საღამო მასწავლებლების შესახებ სამოტივაციო ფილმის ყურებით. ფილმების უმეტესობა რეალურ ამბაზეა დაფუძნებული
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ყოველთვის მიისწრაფის გონებრივი განვითარებისკენ
საუბარი გაცილებით სასიამოვნოა, როცა ადამიანები ერთმანეთს სახელით მიმართავენ
პიროვნება
„ბავშვებს გააზრებული აქვთ, რომ უსწავლელად წინ ვერ წავლენ“
ეტალონი
28 იანვარს სიღნაღში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2019-2020 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდება.
28 იანვარს ხაშურში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2019-2020 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდება.

28 იანვარს ლენტეხში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2019-2020 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდება.

 

7 თებერვალს გაიმართება II ტური, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება
etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა
საზოგადოება